8,647 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5GDGDX1J გამოქვეყნდა 21 სექ 12 ნახვა

სამედიცინო ჯგუფი

სამედიცინო ჯგუფი

დირექტორის მოადგილე

სამედიცინო ჯგუფი გარე განცხადება
ქუთაისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

დირექტორის მოადგილე - ფინანსებისა და საოპერაციო მიმართულებით

ქუთაისში მოქმედი წამყვანი სამედიცინო ჯგუფი ეძებს გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ფინანსებისა და საოპერაციო მიმართულებით.

პოზიციის მიზანი:

პოზიციის მიზანია დირექტორთან უშუალო თანამშრომლობა, ფინანსური და საოპერაციო მიმართულებების მართვა, გუნდების ხელმძღვანელობა და კომპანიის სტრატეგიული და მმართველობითი გადაწყვეტილებების განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა. ძირითადი მოვალეობები

ფინანსური მიმართულება:

  • ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების კოორდინაცია;
  • ფინანსური მაჩვენებლების, შემოსავლების, ხარჯებისა და ფულადი ნაკადების კონტროლი;
  • ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგების ორგანიზება;
  • ფინანსური ანალიზისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • ფინანსური რესურსებისა და რისკების მართვის კოორდინაცია;
  • ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის კოორდინაცია.

საოპერაციო მიმართულება:

  • კომპანიის ყოველდღიური საოპერაციო და ადმინისტრაციული პროცესების მართვა და კოორდინაცია;
  • სტრუქტურულ ერთეულებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება, სტანდარტიზაცია და ოპტიმიზაცია;
  • საოპერაციო პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის ორგანიზება;
  • კომპანიის რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
  • სტრატეგიული და საორგანიზაციო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა.
  • გუნდებისა და ადამიანური რესურსების მართვა:
  • ფინანსური და საოპერაციო გუნდების ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
  • ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განაწილება და დელეგირება;
  • თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
  • გუნდების პროფესიული განვითარებისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა;
  • გუნდებს შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციულ ცვლილებებსა და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების / ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
  • ფინანსური და საოპერაციო პროცესების მართვის გამოცდილება;
  • ბიზნეს პროცესების შეფასებისა და გაუმჯობესების გამოცდილება;
  • ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირების, ანგარიშგებისა და ანალიზის ცოდნა;
  • ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე/CV, შემდეგი ელფოსტის მისამართზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 9 ოქტომბერი, 2026.

გამოგზავნისას გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: " დირექტორის მოადგილე - ფინანსებისა და საოპერაციო მიმართულებით".

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით;

ორგანიზაცია აცხადებს, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სამედიცინო ჯგუფი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა