კონსულტანტი
კომპანია "Human Diagnostic Georgia" წარმოადგენს გერმანული პრემიუმ დერმო-კოსმეტიკური ბრენდის "Biodroga" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-გამყიდველის პოზიციაზე სითი მოლის სტენდისთვის.
თუ ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური და გსურთ განვითარდეთ წამყვან კომპანიაში, ეს სამუშაო სწორედ თქვენთვისაა! 6-საათიანი, მოქნილი ცვლიანი გრაფიკი იდეალურია მათთვისაც, ვისაც სურს სამუშაო შეუთავსოს სწავლას ან სხვა საქმიანობას.
ვაკანსია: კონსულტანტი (სამედიცინო კოსმეტიკა)
მდებარეობა: თბილისი, სითი მოლი საბურთალო დასაქმების ფორმა: არასრული განაკვეთი / ცვლიანი გრაფიკი
სამუშაო გრაფიკი: 6-საათიანი სამუშაო დღე ორ ცვლაში:
I ცვლა: 10:00 - 16:00 II ცვლა: 16:00 - 22:00
ჩვენს შესახებ:
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის სამედიცინო-კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ კვალიფიციური და ამომწურავი კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა და შესაბამისი მოვლის საშუალებების ინდივიდუალური შერჩევა;
- პროდუქციის თაროებსა და სტენდზე ეფექტურად განლაგება (ვიზუალური მერჩენდაიზინგი) და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
- კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი სტანდარტების დაცვა;
- გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის დადებით იმიჯზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში (უპირატესობად ჩაითვლება თავის მოვლის საშუალებების, კოსმეტიკის ან აფთიაქის მიმართულებით მუშაობა);
- სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება / კანის მოვლის ტენდენციების ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო (სალაპარაკო) დონეზე;
- გამართული და დახვეწილი მეტყველება ქართულ ენაზე;
- მომხმარებელზე, შედეგსა და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა.
კომპანია გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს: ორცვლიანი, 6-საათიანი სამუშაო დღე (10:00-16:00 ან 16:00-22:00);
- ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (ხელზე ასაღები 900 ლარი) + ბონუსური სისტემა გაყიდვებიდან (3-თვიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ);
- პროფესიულ ტრენინგებს სამედიცინო კოსმეტიკასა და გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებში;
განაცხადის შევსების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "კონსულტანტი - სამედიცინო კოსმეტიკა".
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 ოქტომბერი, 2026 წ.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.