მიმტანი
სასტუმრო ჰილტონ ბათუმი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის (Room Service) პოზიციაზე.
ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების შეკვეთებისა და მოთხოვნების სწრაფად და თავაზიანად მიღება;
- Room Service-ის მენიუს, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების კარგად ცოდნა;
- სტუმრისგან საკვებისა და სასმლის შეკვეთის მიღება და შეკვეთის სისტემაში შეყვანა;
- შეკვეთილი საკვებისა და სასმლის სტუმრის ოთახში მიწოდება;
- სტუმართან გადამოწმება, რომ შეკვეთითა და მომსახურებით კმაყოფილია;
- ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სწორად და კომპანიის წესების დაცვით სტუმრისთვის მიწოდება;
- სამუშაო სივრცისა და მომსახურების ოთხის მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება და საჭირო ნივთებით/მარაგებით შევსება;
- ანგარიშსწორების წესების დაცვით განხორციელება.
უნარები:
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ინგლისური და ქართული ენების თავისუფლად ფლობა;
- საკვების ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
- ნაღდ ფულთან მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
- ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
- განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წახალისებებსა და ჯილდოებს;
- GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
- ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
- 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
- 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.