9859 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

5HF0AMXC გამოქვეყნდა 13 ოქტ 41 ნახვა

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

ატლანტ დეველოპმენტი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1800 / თვეში −15% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,130 ₾ · 126 განცხადება ბოლო ვადა: 14 ნოე
ფორმა · განცხადებაში

"ატლანტ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო ფორმატი: ოფისიდან სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მოქნილი გრაფიკიც.

კომპანიის შესახებ:

ATLANT DEVELOPMENT დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 10 წელზე მეტია საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების სფეროში საქმიანობს.

ჩვენ ვაშენებთ და ვყიდით საკუთარ თანამედროვე, მაღალი ხარისხის პროექტებს და ვმუშაობთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებთან.

პოზიციის მთავარი ფუნქცია:

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი პირველი ადამიანია, რომელსაც კლიენტი კომპანიასთან დაკავშირებისას ესაუბრება.

მისი მთავარი ამოცანაა შემოსული მომართვების დამუშავება, კლიენტთან პირველადი კომუნიკაცია, მისი საჭიროებებისა და ინტერესის გარკვევა და შესაბამისი პოტენციური კლიენტების გაყიდვების მენეჯერისთვის გადაცემა შემდგომი მუშაობისთვის.

მოვალეობები:

  • შემოსული ზარების, შეტყობინებებისა და ონლაინ განაცხადების დამუშავება
  • კლიენტებთან პირველი კონტაქტი და პირველადი ინფორმაციის მიწოდება
  • პოტენციური კლიენტების საჭიროებებისა და ინტერესის შეფასება და მათი გაყიდვების გუნდთან გადამისამართება
  • CRM სისტემაში მუშაობა
  • კლიენტებთან კომუნიკაცია მესენჯერებითა და სხვა საკომუნიკაციო არხებით
  • გაყიდვების განყოფილებასთან თანამშრომლობა

მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა
  • კარგი საკომუნიკაციო უნარები და გამართული მეტყველება
  • სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა

უპირატესობად ჩაითვლება:

  • მომხმარებელთა მომსახურების, ქოლცენტრის ან უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • CRM სისტემებსა და მესენჯერებში მუშაობის გამოცდილება

რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას: 1800 ლარი
  • საკომისიოს გაყიდვებიდან, შემოსავლის ზედა ზღვრის გარეშე
  • კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ შემომავალ მომართვებს პოტენციური კლიენტებისგან
  • მკაფიო სამუშაო პროცესებს და სრულ, გამჭვირვალე ინფორმაციას გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ
  • საწყის სწავლებასა და მხარდაჭერას სამუშაო პროცესში
  • კომპანიაში პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას

ვისთვის არის ეს პოზიცია:

  • მათთვის, ვისაც ადამიანებთან ურთიერთობა და კლიენტებთან მუშაობა მოსწონს
  • ორგანიზებული და დეტალებზე ყურადღებიანი ადამიანებისთვის
  • კანდიდატებისთვის, რომლებსაც უძრავი ქონებისა და გაყიდვების სფეროში განვითარება სურთ
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ბინა სასტუმროს ადმინისტრატორი/მფლობელის თანაშემწე

ახალი
ვერავისტა აპარტამენტები თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა