პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

5JDRM38R გამოქვეყნდა 5 ნოე 11 ნახვა

საგამოცდო ლაბორატორიის ნიმუშების მართვის განყოფილების სპეციალისტი/რეგისტრატორი

გ.ნათაძის სახელობის ინსტიტუტი

გ.ნათაძის სახელობის ინსტიტუტი

₾1500 / თვეში +7% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,398 ₾ · 150 განცხადება ბოლო ვადა: 20 ნოე
შესვლა და განაცხადი

შპს ‘’გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი’’ აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ლაბორატორიის მიკრობიოლოგიის განყოფილებაში მიკრობიოლოგის და ლაბორანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროთი დადგენილი მეთოდების გამოყენებით მოახდინოს საკვლევი ნიმუშების (წყალი, ნიადაგი, ჰაერი, სურსათი, ჩამონაბანჩამონარეცხები და სხვა) აღება და მიკრობიოლოგიური კვლევა საგამოცდო სფეროში გაწერილი მეთოდების გამოყენებით;
  • ხელი შეუწყოს განყოფილებაში ლაბორატორიის ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვას ისო 17025ის მიხედვით;
  • მოახდინოს ლაბორატორიისათვის აქტუალური ახალი მეთოდების შესწავლა, დანერგვა და ვალიდაცია;
  • შეიმუშაოს/გაწეროს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები, ინსტრუქციები და სხვა აუცილებელი დოკუმენტაცია;
  • უზრუნველყოს ლაბორატორიათაშორისი და პროფესიული ტესტირებების ჩატარება;
  • აკონტროლოს ლაბორატორიის სახარჯი მასალების ნაშთები შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
  • დაიცვას: ჩატარებული გამოცდების შედეგების კონფიდენციალობის მოთხოვნები, ინსტიტუტის შინაგანაწესი.
  • აიღოს ნიმუშები დადგენილი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
  • სისტემატიურად აიმაღლოს კვლიფიკაცია თავისის კომპეტენციის ფარგლებში.
  • შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს განყოფილების უფროსი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება დოქტორი ან მაგისტრი (მიკრობიოლოგია ან ბიოლოგია);
  • საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში) მიკრობიოლოგის პოზიციაზე სამუშაოპრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი)
  • ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება მიიჩნევა უპირატესად;
  • სავალდებულოა უცხო ენის ცოდნა ინგლისური ან/და სხვა.
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი 3 თვის ვადით სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება ურთიერთ შეთანხმებით (1500 ლარი).

გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი.

ლაბორანტი: ძირითადი მოვალეობები:

  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიის
  • ხარისხის მენეჯმენტის სისტემის დანერგვაში.
  • გაითვალისწინოს არსებული კონტროლის გეგმები და ინსტრუქციები.
  • შეამოწმოს შემოსული ნიმუშების აღებისა და წარმოდგენის სისწორე.
  • მოამზადოს ნიმუშები ჩასათესად.
  • მოამზადოს საკვები ნიადაგები.
  • მოამზადოს სადეზინფექციო ხსნარები.
  • გაასტერილოს ჭურჭელი და საკვები ნიადაგები.
  • აწარმოოს მასალის გაუვნებლობა.
  • თვალყური ადევნოს თერმოსტატისა და სასტერილიზაციო აპარატურის ტემპერატურულ რეჟიმებს.
  • შესაბამის ფორმებში აწარმოოს გარემო პირობების ჩანაწერები და ყოველი თვის
  • დასრულების შემდეგ გადასცეს ისინი განყოფილების ხელმძღვანელს
  • აიღოს ნიმუშები დადგენილი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
  • სისტემატიურად აიმაღლოს კვლიფიკაცია თავისის კომპეტენციის ფარგლებში.
  • შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს განყოფილების უფროსი.
  • ჩაატაროს განყოფილების აღჭურვილობისა და სამუშაო ზედაპირების დეზინფექცია და აწარმოოს შესაბამისი ჩანაწერები.
  • დაიცვას შიდა კონტროლის პროცედურები და თავისი კომპეტენციის ფარგლებში
  • მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიული ჭურჭლის, საფილტრი აპარატის,
  • ფილტრების, ნიადაგების და გამოხდილი წყლის სტერილობაზე კონტროლისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოებაში.
  • მისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიათაშორის და პროფესიულ ტესტირებებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • შესაბამისი უმაღლესი აკადემიური განათლება ბაკალავრი ან მაგისტრი (სასურველია მიკრობიოლოგია, სურსათის ტექნოლოგია ან ბიოლოგია);
  • სასურველია ლაბორანტის პოზიციაზე სამუშაოპრაქტიკული გამოცდილება (არანაკლებ 2 წელი) საგამოცდო ლაბორატორიაში (სურსათის ან/და გარემოს ობიექტების კვლევის სფეროში);
  • ისო 17025 სტანდარტით აკრედიტაციის გავლის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა ინგლისური ან/და სხვა;
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციებისა და CV წარმოდგენა მისამართზე სავალდებულოა.

განცხადებები მიიღება 2026 წლის 20 ნოემბრამდე.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის დასახელება „მიკრობიოლოგიური განყოფილების ლაბორანტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე. გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, კანდიდატის გამოსაცდელი 3 თვის ვადით სამუშაოზე აყვანის შემთხვევაში, დროებითი სახელფასო ანაზღაურების ოდენობა დადგინდება ურთიერთ შეთანხმებით (1000 ლარი). გამოსაცდელი ვადის წარმატებით დასრულების შემდგომ, ინსტიტუტის მუდმივ შტატში აყვანის შემთხვევაში, თანამშრომელს დაენიშნება გამოსაცდელ ვადაში დანიშნულ ხელფასთან შედარებით ფიქსირებულად მაღალი სახელფასო განაკვეთი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

დიასახლისი

ახალი
დ.ვირსალაძის სახელობის ენდოკრინოლოგიური კლინიკა მედელიტი თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია მიმართე აქ
₾900 −26% ჩვეულებრივთან შედარებით 4 ნოე

ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების უფროსი მედდა

ახალი
ვიანი - თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია დაზღვევა · განცხადებაში გარე განცხადება
5 ნოე

დღის ექთანი / პოსტოპერაციული სამსახური

ახალი
ჟორდანიას კლინიკა თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია გარე განცხადება
₾1200 5 ნოე

დიალიზის განყოფილების ექთანი

ახალი
ლ.მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია მიმართე აქ
5 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა