8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5JWDW3N4 გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

სამშენებლო პროექტების მენეჯერი

არქი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ სამშენებლო პროექტების მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

** სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა - პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვა; ** ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი; ** კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის და ვადის, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი; ** მშენებლობის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან და შესაბამისი პირების კოორდინაცია; ** გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დადოკუმენტირება; ** შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება; ** მშენებლობის პროგრესის შესახებ ანგარიშების მომზადება; ** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით; ** სასურველია მრავალსართულიანი სამშენებლო პროექტების მართვის გამოცდილება; ** MS Excel და MS Project პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
არქი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის