8460 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5K1QA37T გამოქვეყნდა 3 სექ 3 ნახვა

კონტენტ კრეატორი

სან დარი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "სან დარი" სადეზინფექციო, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების საწარმო ეძებს კადრს კონტენტ კრეატორის პოზიციაზე!

თუ კამერის წინ და უკან ერთნაირად კომფორტულად ხარ, გიყვარს ტრენდების დაჭერა და იდეების რეალობად ქცევა — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ვეძებთ აქტიურ და შედეგებზე ორიენტირებულ კრეატორს, რომელიც შექმნის სარეცხი და ჰიგიენური პროდუქტებისათვის შესაბამის ვიდეო კონტენტს.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, კრეატიულ და ენერგიულ ადამიანს, რომელსაც სურს განვითარება და საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბება კონტენტის შექმნის მიმართულებით.

რას გააკეთებ?

** ფოტო და ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი;

** Instagram, Facebook და TikTok-ისთვის ტრენდებზე მორგებული კრეატიული კონტენტის შექმნა;

** კონტენტ-გეგმის შემუშავება და შესრულება შეთანხმებული სტრატეგიის მიხედვით;

** ვიდეოებისთვის ტექსტების (ქეფშენი, სკრიპტი) მომზადება;

** ბრენდის ტონისა და ვიზუალური სტილის დაცვა;

** კამპანიებისა და აქციებისთვის კონტენტის შექმნა;

** ვიდეო მასალის რედაქტირება (ფერი, ხმა, კადრი);

** მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა;

სამუშაო რეჟიმი: კანდიდატის გრაფიკზე მორგებული.

აუცილებელია, კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო პროცესისთვის საჭირო საბაზისო ტექნიკური საშუალებები.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: და სათაურის ველში მიუთითეთ: კონტენტ კრეატორი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სან დარი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის