9,163 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5N3Q9R1N გამოქვეყნდა 25 სექ 4 ნახვა

Spectra

Spectra

ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერი

Spectra გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

კომპანია "Spectra" სპორტის ინდუსტრიაში ქმნის და ავითარებს პროექტებს, რომლებიც აერთიანებს მედიას, მარკეტინგს, ღონისძიებებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. ჩვენი მიზანია, გუნდებსა და ლიგებს დავეხმაროთ აუდიტორიის ზრდაში, გულშემატკივრებთან კავშირის გაძლიერებასა და ახალი კომერციული შესაძლებლობების შექმნაში. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე კალათბურთია.

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ოფისის საჭიროებებისა და საოფისე მარაგების კონტროლი და დროული უზრუნველყოფა;
  • ოფისის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული საკითხების კოორდინაცია;
  • შეხვედრების, სტუმრებისა და სხვადასხვა საოფისე აქტივობის ორგანიზება;
  • საკონფერენციო ოთახების მოწესრიგება და მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერა, სხვადასხვა შიდა ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების დროული მოგვარება;
  • დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია, საოფისე პროგრამების (MS Office - Word, Excel, Outlook) ცოდნა;
  • აუცილებელია, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა.

რას გთავაზობთ:

  • სპორტის ინდუსტრიაში საინტერესო და დინამიკურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • რეალურ სპორტულ პროექტებში მონაწილეობისა და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
  • პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას მედიის, მარკეტინგის, ღონისძიებებისა და ციფრული პროდუქტების მიმართულებით;
  • გუნდთან ერთად მუშაობას და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან თანამშრომლობას;
  • შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანო მზარდი სპორტული პროექტების განვითარებაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მოცემულ ელფოსტაზე. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://spectrasports.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Spectra
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა