8395 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

5PCSCN0V გამოქვეყნდა 25 აგვ 19 ნახვა

Best Western Plus Batumi

Best Western Plus Batumi

უნივერსალური მზარეული

Best Western Plus Batumi გარე განცხადება
ბათუმი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულო დეპარტამენტში შემდეგ პოზიციაზე: უნივერსალური მზარეული.

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;

** საკვების მომზადებისა და მირთმევის, პრეზენტაციის პროცესის მონაწილეობა/უზრუნველყოფა;

** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;

** კერძების ტექნოლოგიური ბარათების წინასწარი გაწერა და პროცესში მონაწილეობის მიღება;

** სამზარეულოს პერსონალის სამუშაო დღის დაგეგმვა და მიმდინარე პროცესების გადანაწილება;

** თანამშრომლებისათვის დეტალური ტრენინგის ჩატარება, განთავსებული დანადგარებისა და მოწყობილობების, ასევე უსაფრთხოების წესების შესახებ;

** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;

** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;

** შეფ-მზარეულის სხვა მითითებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** ორგანიზებულობა;

** პუნქტუალურობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში;

** პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად).

სამუშაო გრაფიკი: 40 საათი;

ლოკაცია: ქ. ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13 ბ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Best Western Plus Batumi
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა