8228 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6175VHX6 გამოქვეყნდა 1 სექ 4 ნახვა

ელექტროობა/HVAC/MEP პროექტების მენეჯერი

UGT გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ელექტროობა/HVAC/MEP პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების დაგეგმვა, მართვა და ყველა ეტაპის შესრულების მონიტორინგი; ** კლიენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართულობა; ** პროექტებთან/ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხების მოგვარება; ** პროექტის ფარგლებში კლიენტებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობა; ** პროექტის დაგეგმილ ბიუჯეტსა და ვადებში დასრულების კონტროლი; ** პროექტის ფარგლებში შესაბამისი პროდუქციის / სერვისების მიწოდების კოორდინირება; ** პროექტის რისკების დროული იდენტიფიკაცია და მართვა; ** პროექტის მიმდინარეობის და შედეგების შესახებ რეპორტინგი.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

** პროექტის მართვის პრინციპების ცოდნა და მართვის გამოცდილება; ** შემდეგი პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Excel, PowerPoint, Outlook, Project.

განათლება: უმაღლესი განათლება

ენები: ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა

სამუშაო გამოცდილება: ელექტროობისა და HVAC/MEP პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება

კომპეტენციები:

** პროექტების მართვის უნარი; ** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი; ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი; ** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პრიორიტეტების განსაზღვრისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა ** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 1 ოქტომბრის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1062/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
UGT
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა