9,079 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

62MBZ7WS გამოქვეყნდა 25 სექ 8 ნახვა

სლინკ კაფე

სლინკ კაფე

მზარეული, მზარეულის დამხმარე

სლინკ კაფე გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი კვება / რესტორნები
შესვლა და განაცხადი
₾1200–1800 / თვეში ბოლო ვადა: 26 ოქტ

​ჩვენი კაფეს გუნდი ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და საქმეზე ორიენტირებულ კადრებს მზარეულისა და მზარეულის დამხმარის პოზიციებზე.

​1. მზარეული

​ძირითადი მოვალეობები:

  • ​კერძების მომზადება და გაფორმება დამტკიცებული რეცეპტურისა და სტანდარტების ზუსტი დაცვით
  • ​HACCP (ჰასპის) სტანდარტების, სურსათის უვნებლობისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა
  • ​პროდუქციის ტემპერატურული რეჟიმების, შენახვის პირობებისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი
  • ​მარაგების სწორი მართვა, შეკვეთების მომზადება და სამზარეულოს პროცესების ეფექტურად წარმართვა

​მოთხოვნები:

  • ​მზარეულად მუშაობის გამოცდილება
  • ​HACCP-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება
  • ​სწრაფი, ორგანიზებული და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ​მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდურობა

​2. მზარეულის დამხმარე

​ძირითადი მოვალეობები:

  • ​უფროსი მზარეულის ასისტირება კერძების მომზადებისა და გაშვების (სერვირების) პროცესში
  • ​ინგრედიენტების პირველადი დამუშავება, ჭრა და მომზადება (Prep)
  • ​HACCP-ისა და სანიტარიული ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში
  • ​სამზარეულოს სამუშაო ზედაპირებისა და ინვენტარის სისუფთავის მუდმივი შენარჩუნება
  • ​პროდუქციის მიღებასა და სწორ დასაწყობებაში მონაწილეობა

​მოთხოვნები:

  • ​მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ​სანიტარიულ-ჰიგიენური სტანდარტების საბაზისო ცოდნა
  • ​პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა და სწრაფი ათვისების უნარი

​სამუშაო გრაფიკი:

  • ​სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე
  • ​ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:00
  • ​შაბათი ან კვირა: 09:30 - 20:00

​ანაზღაურება და პირობები:

  • ​ანაზღაურება: 1200 - 1800 ₾ (განისაზღვრება პოზიციისა და გამოცდილების მიხედვით)
  • ​სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
  • ​უფასო კვება ცვლის განმავლობაში
  • ​პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

​სამუშაო ადგილი: Slink cafe, დავით აღმაშენებლის 73ა, თბილისი

​დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
სლინკ კაფე
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა