10 031 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

635DMJJ0 გამოქვეყნდა 21 ოქტ 9 ნახვა

პროდუქტის მენეჯერი

ბიბლუსი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

შპს "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

პოზიციის დანიშნულება:

  • მხარი დაუჭიროს კატეგორიების ხელმძღვანელს;
  • განავითაროს ახალი პროდუქტები;
  • გაზარდოს ასორტიმენტი და ხარისხი არსებული რეგულაციების დაცვით;
  • მასთან დაკავშირებული პროცესების ეფექტიანად, დროულად, მაღალი აკურატულობით შესრულება;
  • ითანამშრომლოს პროცესის ყველა თანამონაწილესთან, დადგენილი ნომრების გათვალისწინებით;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ანალიზისა და ბაზრის კვლევის საფუძველზე ახალი და არსებული პროდუქციის განვითარების მიმართულებების განსაზღვრა;
  • ბაზარზე არსებული სიახლეების, თანამედროვე ტრენდების, მომხმარებლის მოთხოვნებისა და კონკურენტული გარემოს შესწავლა;
  • ახალი პროდუქტების კონცეფციის ჩამოყალიბება თანამედროვე ტრენდებისა და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით;
  • ახალი პროდუქციის შექმნის პროცესის ინიცირება და კოორდინაცია დიზაინერებთან, მხატვრებთან, მწარმოებლებთან და შესაბამის შიდა დეპარტამენტებთან;
  • კატეგორიის მენეჯერთან ერთად ახალი პროდუქციისა და ასორტიმენტის არჩევაში ჩართულობა;
  • კატეგორიის მენეჯერთან ერთად სიახლეების, პროექტებისა და ძირითადი შეკვეთის პირობების შეთანხმება, მათ შორის რაოდენობებისა და ფასების განსაზღვრა;
  • პროდუქციის ფასწარმოქმნისა და ფასის კალკულაციის მომზადება კატეგორიის მენეჯერთან ერთად;
  • ახალი მომწოდებლებისა და ახალი პროდუქციის მოძიება, შეთავაზებების შეფასება და კომერციული პირობების განხილვა;
  • შესყიდვების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შესაბამისი ხარჯების წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინება;
  • მარკეტინგის დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა პროდუქციის შექმნის, პოზიციონირებისა და პრომოციის მიმართულებით;
  • დიზაინერებთან და მხატვრებთან აქტიური თანამშრომლობა პროდუქტის ვიზუალური კონცეფციის, დიზაინისა და ფუნქციონალის განსაზღვრის პროცესში;
  • ფოკუს ჯგუფებთან და/ან მომხმარებლებთან გამოკითხვების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
  • მარკეტინგული და კომერციული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • პროდუქტის შექმნისას პლანოგრამის სტანდარტებისა და მაღაზიებში პროდუქტის განთავსების შესაძლებლობების გათვალისწინება;
  • პროდუქტის შექმნისა და განვითარების პროცესში ხარისხის, დიზაინისა და წარმოების მოთხოვნების შეთანხმება;
  • ახალი პროდუქციის, პროექტებისა და შეთანხმებული პირობების შესრულების მონიტორინგი
  • გაყიდვების, ბაზრისა და პროდუქტის შედეგების ანალიზი და მიღებული შედეგების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება;
  • კატეგორიის მენეჯერთან და სხვა შესაბამის დეპარტამენტებთან მუდმივი კომუნიკაცია პროდუქტის განვითარების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება; (სასურველია საბაჟო პროცედურების ცოდნა სასურველი უმაღლესი განათლება ან სტუდენტი ბიზნეს ადმინისტრირების (მარკეტინგის) მიმართულებით)
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (B2)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30;
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (პროდუქტის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადმინისტრატორი/რეგისტრატორი

ახალი
სასტუმრო Rivendell Boutique By Umbrella თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1500 +16% ჩვეულებრივთან შედარებით 21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა