8,609 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

63CAV3CP გამოქვეყნდა 14 სექ 4 ნახვა

fitstore.ge

fitstore.ge

გაყიდვების მენეჯერი

fitstore.ge გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1700–3000 / თვეში ბოლო ვადა: 15 ოქტ

კომპანია Fitstore.ge აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და იმუშავებს კომპანიაში შემოსულ, პროდუქტებით უკვე დაინტერესებულ მომხმარებლებთან. თუ გაქვთ კარგი კომუნიკაციის უნარი, შეგიძლიათ მომხმარებლის საჭიროების სწორად გაგება, გაყიდვის პროცესის ეფექტურად მართვა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა — ეს პოზიცია თქვენთვისაა.

ანაზღაურება: 1, 700 - 3000 ლარი ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია გაყიდვების შედეგებზე — მაღალი შედეგი ნიშნავს მაღალ შემოსავალს.

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი - პარასკევი
  • დღეში 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ორთაჭალა. პოზიცია არის ოფისიდან სამუშაო.

რას გააკეთებთ?

გაყიდვების მენეჯერი სრულად მართავს მომხმარებელთან მუშაობის პროცესს — პირველადი კომუნიკაციიდან შეკვეთის წარმატებით ჩაბარებამდე.

ძირითადი მოვალეობებია:

  • კომპანიაში შემოსულ დაინტერესებულ მომხმარებლებთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
  • პროდუქტის შესახებ სრული და სწორი ინფორმაციის მიწოდება;
  • გაყიდვის პროცესის მართვა და შეკვეთის დახურვა;
  • ლიდების მართვა და დამუშავება;
  • მომხმარებლებთან შემდგომი კომუნიკაცია (Follow-up);
  • შეკვეთების კომპანიის სისტემაში სწორად შეყვანა;
  • შეკვეთის სტატუსის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან განმეორებითი კომუნიკაცია;
  • პროცესის მართვა კომუნიკაციიდან შეკვეთის ჩაბარებამდე.

ვის ვეძებთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც არის:

  • კომუნიკაბელური და დამაჯერებელი;
  • პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • მომხმარებელთან ურთიერთობისას თავაზიანი და პროფესიონალური;
  • სწრაფი და ყურადღებიანი ინფორმაციის დამუშავებისას;
  • მოტივირებული, რომ გაყიდვების შედეგების ზრდასთან ერთად საკუთარი შემოსავალიც გაზარდოს.
  • გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ?

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს
  • ორშაბათი-პარასკევის სამუშაო გრაფიკს
  • 1700-3000 ლარის შემოსავლის შესაძლებლობას
  • უკვე დაინტერესებულ მომხმარებლებთან მუშაობას
  • შედეგზე დაფუძნებულ ანაზღაურებას
  • პროფესიული განვითარების და გაყიდვების უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას

თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია, გაყიდვების პროცესის სწორად მართვა და შედეგის მიღწევა — გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და შემოუერთდით ჩვენს გუნდს ელფოსტა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
fitstore.ge
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა