სამედიცინო წარმომადგენელი
თუ გინდა ფარმაცევტულ სფეროში განვითარება და შედეგზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობა:
ჩვენ ვეძებთ სამედიცინო წარმომადგენელს, რომელიც კომუნიკაციას, პროფესიონალიზმს და ენერგიას რეალურ შედეგებად აქცევს.
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შეგიძლია პროდუქტის სწორად და დამაჯერებლად წარდგენა და გინდა, შენი შრომის შედეგი რეალურად აისახოს კარიერულ ზრდაზე — შესაძლოა, სწორედ შენ გეძებთ.
შენი მთავარი მისია:
** ექიმებთან პროფესიული და გრძელვადიანი ურთიერთობების შექმნა
** კომპანიის პროდუქტების ეფექტური პრეზენტაცია ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისთვის
** ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება
** გაყიდვების მიზნების შესრულება და შედეგებზე ორიენტირება
** ბაზრისა და კონკურენტული პროდუქტების მუდმივი მონიტორინგი
შენგან ველით:
** მაღალი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარს
** ენერგიულობას და ინიციატივას
** პასუხისმგებლობას და ორგანიზებულობას
** მიზანდასახულობას — გინდა შედეგი და იცი, როგორ მიაღწიო მას
** სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება ან სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება — დიდი პლიუსია.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას - ზრდა ყოველი კონკრეტული მიზნის მიღწევისას და არა "კალენდარულად"
** შედეგზე დაფუძნებულ ბონუსს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** პროდუქტებზე სრულფასოვან ტრენინგებს
** დინამიკურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** შესაძლებლობას, გაიზარდო კომპანიასთან ერთად
სამუშაო ადგილი: თბილისი, სრული განაკვეთი
CV გამოგზავნეთ:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.