პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

63H5HR3G გამოქვეყნდა 6 ნოე 18 ნახვა

Mep სისტემების ინჟინერი

მეპ სოლუშენსი გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 7 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

კომპანია "ემ ი პი სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას Mep სისტემების ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანია ახორციელებს შენობების სრული მექანიკურ სამონტაჟო და საკონსულტაციო მომსახურებას.კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტს: http://mepsolutions.ge/

ანაზღაურება: 5000-დან ზემოთ, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • MEP სისტემების (HVAC, წყალმომარაგება-კანალიზაცია, ელექტროობა) სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
  • შესრულებული სამუშაოების საპროექტო და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
  • სამშენებლო მოედანზე წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • სამუშაოების შესრულების ხარისხის, ვადებისა და დადგენილი ტექნიკური სტანდარტების კონტროლი;
  • საპროექტო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობებისა და ცვლილებების დაფიქსირება და შესაბამის პირებთან კოორდინაცია;
  • სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მასალებისა და ტექნიკური რესურსების მოთხოვნის განსაზღვრა და მიწოდების პროცესში ჩართულობა;
  • სხვა საინჟინრო მიმართულებებთან სამუშაოების კოორდინაცია;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების შემოწმება და დადასტურება;
  • პროექტის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ტექნიკური რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  • დამონტაჟებული საინჟინრო სისტემების ტესტირების, გაშვებისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში მონაწილეობა;
  • სამუშაოების დასრულების შემდგომ As-Built ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების პროცესში მონაწილეობა.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან მონათესავე დისციპლინების მიმართულებით;
  • პროგრამების ცოდნა: AutoCAD word, excel
  • ინგლისური ენის B2-დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი მუშაობის გამოცდილება;
  • თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოსთვის საჭირო მოთხოვნები

  • ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული

რას გთავაზობთ ჩვენ

  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • სამედიცინო დაზღვევა (როგორც ინდივიდუალური ისე საოჯახო);

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის ზუსტი დასახელება: "Mep სისტემების ინჟინერი"

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა