9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

65DTHNCK გამოქვეყნდა 8 ოქტ 34 ნახვა

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (FMCG / B2B)

სანდომი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 ნოე

მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით.

შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია: მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი (FMCG / B2B)

ძირითადი მოვალეობები: - FMCG (სწრაფად მოხმარებადი კვების პროდუქტების) სექტორში B2B და კორპორატიული კლიენტების (ქსელური ობიექტები, მსხვილი კომპანიები, სადისტრიბუციო/საბითუმო პარტნიორები) მოზიდვა და მართვა; - არსებულ კორპორატიულ პარტნიორებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული თანამშრომლობის შენარჩუნება და გაყიდვების მოცულობის გაზრდა; - პროდუქციის პრეზენტაციების მომზადება, კომერციული წინადადებების შემუშავება და მოლაპარაკებების წარმართვა; - გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური გეგმის შესრულება, პროგნოზირება და მუდმივი მონიტორინგი; - FMCG ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და ფასწარმოქმნის ანალიზი; - პროდუქციის ასორტიმენტის სწორი როტაციისა და ობიექტებზე წარმოდგენადობის (მერჩენდაიზინგის სტანდარტების) კონტროლი; - შეკვეთების მიღების, მიწოდებისა და ლოჯისტიკური ჯაჭვის ეფექტური მართვა; - დებიტორული დავალიანებების მართვა, ხელშეკრულებების გაფორმება და გაყიდვების დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სამუშაო გამოცდილება FMCG სექტორში, B2B ან კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით (სასურველია კვების პროდუქტების სფეროში); - FMCG ბაზრისა და სადისტრიბუციო ქსელების სპეციფიკის კარგი ცოდნა; - ეფექტური მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და დარწმუნების მაღალი უნარი; - ანალიტიკური აზროვნება, ციფრებთან მუშაობისა და გაყიდვების დაგეგმვის უნარი; - შედეგზე ორიენტირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; - B კატეგორიის მართვის მოწმობა (მართვის გამოცდილებით); - საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) ცოდნა.

სამუშაო პირობები: - სამუშაო ადგილი: თბილისი - ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6 - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული განაკვეთი) - ანაზღაურება: შეთანხმებით - ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია - განაცხადის შეტანის წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა