8982 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6767V1YY გამოქვეყნდა 30 სექ 6 ნახვა

კლიპარტი

კლიპარტი

სოციალური მედიის მენეჯერი

კლიპარტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში ბოლო ვადა: 31 ოქტ

"კლიპარტი" მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ქართულ ბაზარზე 11 წელია ოპერირებს და წარმატებით თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან. კომპანიის ძირითადი სერვისებია: მედიადაგეგმარება და მედიამარკეტინგი, ციფრული რეკლამირება, სოციალური მედია მენეჯმენტი, კონტენტ მარკეტინგი, საძიებო სისტემების (SEO) ოპტიმიზაცია.

სააგენტო "კლიპარტი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2000 ლარი (NET) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-19:00 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის N6

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დამკვეთის მიზნებიდან გამომდინარე სოციალური მედია სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი კონტენტ კალენდრის შექმნა/მონიტორინგი
  • Meta Ads-თან მუშაობა და სარეკლამო კამპანიების მართვა
  • კრეატიულ და ტექნიკურ გუნდებთან (ქოფირაითერი, დიზაინერი, ედვერთაიზერი) კოორდინირებული და ეფექტური სამუშაო პროცესის წარმართვა
  • სოციალურ ქსელებში გავრცელებული კონტენტის ეფექტიანობის შეფასება და მართვა
  • მიმდინარე კამპანიების შედეგების ანალიზი, რეპორტინგი და მონაცემების დამკვეთისათვის წარდგენა
  • საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთისთვის რელევანტური რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ციფრული მარკეტინგის, PR-ის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სარეკლამო ძრავების პრინციპების და ტექნიკების საფუძვლიანი ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე

პროფესიული უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
  • კრეატიული და ანალიტიკური უნარები
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • დროის მენეჯმენტის უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სოციალური მედიის მენეჯერი". აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კლიპარტი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა