9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

6E4Q1G8Y გამოქვეყნდა 6 ოქტ 31 ნახვა

სასტუმრო ხედი

სასტუმრო ხედი

მაყალის / გრილის მზარეული

სასტუმრო ხედი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 5 ნოე
კვება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

სასტუმრო „ხედი“ (Khedi Hotel) აცხადებს ვაკანსიას მაყალის / გრილის მზარეულის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, ავლაბარი, ქეთევან დედოფლის 24 დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (ცვლიანი გრაფიკი)

ჩვენ შესახებ: ავლაბარში მდებარე პრემიუმ-კლასის 57-ნომრიანი სასტუმრო „ხედი“ (Khedi Hotel) ეძებს მოტივირებულ ახალგაზრდა კადრებს რესტორან „ხედის“ სამზარეულოს გუნდში, რომლებსაც სურთ პრაქტიკული გამოცდილების მიღება გამოცდილი შეფებისგან და განვითარება მასპინძლობის სფეროში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ხორცის, თევზის, ფრინველისა და ბოსტნეულის მომზადება მაყალზე/გრილზე ტექნოლოგიური ბარათებისა და რეცეპტურის დაცვით; - ცვლის დასაწყისში სამუშაო ზონის, ნახშირისა და ნახევარფაბრიკატების მომზადება (Mise en Place); - პროდუქციის სწორი შენახვა, FIFO პრინციპის დაცვა და ეტიკეტირება; - მაყალის ზონის, გრილის ბადეების, ინვენტარისა და სამუშაო ზედაპირების იდეალური სისუფთავის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - კულინარიული განათლება (მიმდინარე სტუდენტი ან კურსდამთავრებული) — ჩაითვლება უპირატესობად; - ხორცის/თევზის თერმული დამუშავებისა და კვების უსაფრთხოების ნორმების საბაზისო ცოდნა; - მაყალზე/გრილზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (ადგილზე უზრუნველვყოფთ სწავლებას).

პიროვნული უნარები: - პუნქტუალურობა, სისწრაფე, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა; - ცეცხლთან უსაფრთხო მუშაობისა და სისუფთავის დაცვის უნარი; - გუნდური მუშაობისა და სწავლის მაღალი მოტივაცია.

რას გთავაზობთ ჩვენ: - კონკურენტუნარიან ანაზღაურებასა და სტაბილურ სამუშაო გარემო; - კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევა (სურვილისამებრ); - უფასო კვებას თანამშრომელთა სასადილოში; - პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობა.

განაცხადის შეტანის წესი: დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე (15.10.2026-ის ჩათვლით).

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: „მაყალის მზარეული - ხედი“.

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ WhatsApp-ზე (სერგო ბარამიძე, HRM და გაყიდვების სპეციალისტი).

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ მიერ რეზიუმეს გამოგზავნით აცხადებთ თანხმობას, რომ შპს „ხედმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით სხვა შესაფერის ვაკანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა