ავეჯის აწყობის სპეციალისტი
კომპანია "მენა" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის აწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ პროექტებზე მორგებულ, მაღალი ხარისხის ავეჯს და ორიენტირებული ვართ შესრულების ხარისხსა და დეტალების სიზუსტეზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და საკუთარ საქმეზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელიც მზად არის შემოუერთდეს ჩვენს გუნდს.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
- ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით (ფიქსირებული ან გამომუშავებით).
ძირითადი მოვალეობები
- ლამინატისა და MDF-ის მასალისგან დამზადებული ავეჯის აწყობა;
- აწყობილი ავეჯის ობიექტზე მონტაჟი;
- სამუშაოს ხარისხიანად და დადგენილ ვადებში შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ავეჯის ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და მათი მიხედვით მუშაობის უნარი;
- ავეჯის აწყობისა და მონტაჟის პროცესის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში ეფექტურად მუშაობისა და დროის მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში:
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე.