8838 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6EKR490K გამოქვეყნდა 29 სექ 4 ნახვა

ვაკო მოტორსი

ვაკო მოტორსი

საწყობის მენეჯერი

ვაკო მოტორსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ოქტ

შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი ცენტრალური საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თქვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
  • ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

  • საწყობის პერსონალის დაგეგმვა
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებში შესრულების კონტროლი
  • პერსონალის დისციპლინა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
  • ფილიალის საწყობების მარაგების კონტროლი და მართვა
  • მიღებული საქონლის დროული აღწერა, შეცდომებზე დროული რეაგირება და გამოსწორება.
  • შიდა გადაზიდვების ყოველდღიური კონტროლი (FINA-ში საწყობებს შორის შეკვეთების მონიტორინგი ყველა ფილიალში)
  • მომხმარებლის ინვოისის და სერვისის მიერ შევსებული განაცხადის საფუძველზე საწყობიდან საქონლის სწორად გაცემა
  • ექვს თვეში ერთხელ საწყობის სრული აღწერის ორგანიზება
  • საწყობში მიღებული საქონლის პროგრამული უზრუნველყოფა (ნაშთების ამოღება, საწყობებს შორის გადანაწილება)
  • საწყობში არსებული საქონლის თაროზე სწორად განლაგების კონტროლი და პროგრამული უზრუნველყოფა
  • საბურავის მიღების შემთხვევაში, დამხმარე ჯგუფთან კომუნიკაცია, კონტეინერის დროული დაცლის უზრუნველსაყოფად

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც უნდა გქონდეთ:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/ლოჯისტიკის მიმართულებით;
  • სასურველია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საწყობის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ოპერატიული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დრო: 09:00-18:00 საათი, კვირაში ორი დღე დასვენება
  • სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: საწყობის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ვაკო მოტორსი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა