8906 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6HR7VVRN გამოქვეყნდა 10 სექ 5 ნახვა

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი

აქტივების მართვის კოორდინატორი

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

ა (ა)იპ "ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი" აცხადებს კონკურსს აქტივების მართვის კოორდინატორის ვაკანტურ პოზიციაზე.

** სამუშაოს ადგილი: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, მე-5 შესახვევი (დისტანციურად მუშაობა არ განიხილება).

** განაკვეთი: სრული.

** სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (შესვენება: 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე).

** ანაზღაურება: 1500 ლარი (net).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან სამართალმცოდნეობის მიმართულებით;

** სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;

** საბუღალტრო პროგრამა "ორისის" (7.0 ვერსია) სრულყოფილი ცოდნა და მასში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel-ის ზედმიწევნით (სრულყოფილად) ფლობა, ასევე MS Word, MS PowerPoint და MS Outlook პროგრამების ცოდნა;

** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი აქტივებისა და მარაგების გადაადგილების ასახვა საბუღალტრო პროგრამა "ორისში" შესაბამისი პირველადი დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე;

** ქონებისა და აქტივების ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა;

** ორგანიზაციაში მიღებული აქტივების (როგორც ჩუქებით, ისე შეძენით მიღებულის) ვიზუალური დათვალიერება, რაოდენობრივი გადამოწმება და სპეციფიკაციების შედარება ხელშეკრულებით განსაზღვრულ მონაცემებთან;

** RS.ge პორტალზე სასაქონლო ზედნადებების კონტროლი და აქტივების მიწოდებისას/შიდა ტრანსპორტირებისას ზედნადებების გამოწერა;

** ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი აქტივებისა და მარაგების შემოსავალში აღება მომწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტისა და სასაქონლო ზედნადების საფუძველზე (დოკუმენტაციის სისწორისა და ხელშეკრულებასთან შესაბამისობის კონტროლი);

** შემოსავალში აღებული აქტივების საბუღალტრო გატარებების შესრულება პროგრამა "ორისში";

** აქტივების მიღება-ჩაბარების აქტების ორ ეგზემპლარად შედგენის უზრუნველყოფა (ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომწოდებელს, მეორე რჩება აქტივების მართვის კოორდინატორთან შემდგომი დაარქივების მიზნით, მათ შორის ელექტრონულად);

** საწყობში არსებული ერთგვაროვანი აქტივებისათვის (მცირეფასიანი აქტივები და მარაგები) შიდა აღრიცხვის ID ნომრების მინიჭება პროგრამა "ორისში" გატარებისას (აღნიშნული ნომერი ნარჩუნდება აქტივის ხარჯებში ჩამოწერამდე);

** ძირითადი საშუალებების შემოსავალში აღების შემდეგ მათი ინდივიდუალურ ერთეულებად დაშლა და ასახვა პროგრამა "ორისში";

** შესყიდული ძირითადი საშუალებებისათვის შტრიხკოდების მინიჭება და დაზიანებული შტრიხკოდების ოპერატიული ჩანაცვლება;

** მატერიალური და არამატერიალური აქტივების ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;

** საბუღალტრო პროგრამა "ორისში" შესყიდული ძირითადი საშუალებების ბარათების სრულყოფილად შევსება (შესყიდვის თარიღი, ექსპლუატაციაში მიღების თარიღი, საბუღალტრო და ცვეთის ანგარიშები, ცვეთის მეთოდი და ექსპლუატაციის ხანგრძლივობა);

** RS.ge პორტალიდან ყოველთვიურად ზედნადებებისა და საზღაური/საგადასახადო ფაქტურების ჩამოტვირთვა;

** პროგრამულად საწყობის სტრუქტურის მოწყობა, მართვა და ოპერირება "ორისის" ბაზაში;

** საწვავის მიღებისა და ჩამოწერის პროცესის კონტროლი როგორც შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე, ისე საბუღალტრო პროგრამა "ორისში";

** უშუალო ხელმძღვანელის სხვა კანონიერი დავალებებისა და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულება.

განაცხადის გამოგზავნის წესი: დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:. საგნობრივ ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ შეტყობინება: ა (ა)იპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც ა (ა)იპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ა (ა)იპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერტიფიკატის და ა.შ). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას ა (ა)იპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი არ გადასცემს მესამე პირებს. თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა