ადმინისტრატორი
აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "Sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 2/2 — 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
- შესაძლებელია მუშაობა როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში;
- სამუშაო ცვლის ხანგრძლივობა: 12 საათი;
- ანაზღაურება: 7 ლარი საათში.
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის თანამშრომლებზე გადანაწილება;
- შეკვეთების დროულად და ხარისხიანად შესრულების პროცესის კონტროლი;
- მომხმარებლისთვის პროდუქციის დროული და ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფის კონტროლი;
- სალაროსა და ფინანსური ოპერაციების კონტროლი;
- საჭირო ფორმებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
- ყოველდღიური სამუშაო პროცესების ორგანიზებასა და კონტროლში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული და კომუნიკაბელური მეტყველება;
- ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის კარგი უნარ-ჩვევები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი;
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სტრესულ და დინამიურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
- სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და სამუშაო პროცესის მართვის უნარი
ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელ.ფოსტის ველში Subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.