გაყიდვების მენეჯერი
კომპანია "ჯეო იმპორტ 6010" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კვების პროდუქტების რეალიზაციის მიმართულებით.
ვეძებთ მიზანდასახულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც შეძლებს სასტუმროებთან, რესტორნებთან, კაფეებსა და სხვა კვების ობიექტებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და გაყიდვების განვითარებას.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა HoReCa სექტორში;
- არსებული კლიენტების ბაზის მართვა და განვითარება;
- კვების პროდუქტების შეთავაზება და რეალიზაციის ზრდაზე ზრუნვა;
- კლიენტებთან რეგულარული ვიზიტებისა და შეხვედრების დაგეგმვა;
- შეკვეთების მიღება და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია;
- გაყიდვების გეგმის შესრულება და ახალი პარტნიორების მოზიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- HoReCa მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- აქტიური, ინიციატივიანი და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო სტილი;
- მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვებზე მიბმულ ბონუსს;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- თანამშრომლობაზე და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: შეთანხმებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV.
თუ გაქვთ გაყიდვების გამოცდილება, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გელოდებით ჩვენს გუნდში!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.