ელექტროტექნიკოსი
სამშენებლო კომპანია "კოტეკონს კონსთრაქშენ" თბილისში მიმდინარე პროექტისთვის ეძებს ელექტროტექნიკოსს (Electrical Technician).
კომპანია, 20 წელზე მეტი გამოცდილებით, ვიეტნამის ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა, რომელიც თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს მსხვილმასშტაბიან საცხოვრებელ, კომერციულ, სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
საქართველოში მიმდინარე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი კომპანიის გრძელვადიან ხედვას, მაღალ ამბიციებსა და ქართული სამშენებლო სექტორის განვითარებაში აქტიურ ჩართულობას უსვამს ხაზს.
ვეძებთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც ობიექტზე ფიზიკურად შეასრულებს ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს, სურს განვითარება და გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროექტზე მუშაობა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი — სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00);
- სამუშაო ადგილი — ქ. თბილისი, პატარა ლილო;
- ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- კომპანიის მიერ სრულად დაფინანსებულ სამედიცინო დაზღვევას;
- კორპორატიულ სიმ-ბარათს უფასო ინტერნეტითა და სალაპარაკო წუთებით;
- სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტზე ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების ფიზიკურად შესრულება (კაბელების გაყვანა, როზეტების, ჩამრთველებისა და სანათების მონტაჟი);
- ელექტრო ფარების აწყობა, შეერთება და მონტაჟი;
- სამშენებლო მოედანზე დროებითი ელექტრომომარაგების მოწყობა და მომსახურება;
- ელექტრო ქსელისა და მოწყობილობების დაზიანების აღმოჩენა და შეკეთება;
- სამუშაოების შესრულება ნახაზებისა და ზედამხედველის მითითებების შესაბამისად;
- ელექტროუსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
მოთხოვნები:
- ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო ობიექტზე);
- უმაღლესი/პროფესიული განათლება ელექტროობის მიმართულებით;
- ელექტრო სქემებისა და ნახაზების წაკითხვის უნარი;
- საზომი ხელსაწყოებით და ელექტრო ინსტრუმენტებით მუშაობის უნარი;
- ფიზიკური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა და სიმაღლეზე მუშაობის მზაობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე 2026 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კოტეკონს კონსთრაქშენ"-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კოტეკონს კონსტრაქშენ"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.