9,171 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

6R0S3TXA გამოქვეყნდა 24 სექ 4 ნახვა

ალტა

ალტა

ქოლცენტრის ოპერატორი

ალტა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 25 ოქტ

"ალტა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ქოლ-ცენტრის ოპერატორი.

ჩვენ ვართ ალტა, ლიდერი ტექნოლოგიების კომპანია საქართველოში, სადაც ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი ვქმნით ხვალინდელ სტანდარტებს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს წამყვან ბრენდებს, ინოვაციურ სერვისებს და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა ადამიანებისთვის ტექნოლოგიები უფრო ახლო და ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჩვენ მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში, მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების. ჩვენ მხარს გიჭერთ პროფესიულ ზრდაში, ახალი გამოწვევების მიღებასა და კარიერული წარმატების ისტორიის შექმნაში, მთავარია გჯეროდეს შენი შესაძლებლობების.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • შემომავალი ზარების მიღება;
  • საინფორმაციო ზარებზე დროული რეაგირება;
  • მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და მათი დაცვა;
  • მომხმარებლისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა ონლაინ და ადგილზე შესაძენი/შეძენილი პროდუქციის შესახებ;
  • სოციალური მედიის პლატფორმებსა და ელ-ფოსტაზე შემოსული შეტყობინებებისა და კომენტარების მონიტორინგი და დროული პასუხის გაცემა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის სწორი გადამისამართება;
  • შემოსული ზარების აღრიცხვა და სორტირება საკითხების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია იდენტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და/ან რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • პასუხისმგებლიანობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტას" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:

https://hel-ai.com/apply/F5eoC8zd

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ალტა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა