სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
„ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის“ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად
„ნეუ ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.
სამუშაო განაკვეთი: სრული საშტატო რაოდენობა: 1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - განათლება: უმაღლესი, სამართლის მაგისტრი - გამოცდილება: საგანამანთლებლო დაწესებულებაში იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
ცოდნა: - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; - კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; - მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; - ინგლისური ენის ცოდნა; - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: - უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი; - ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები.
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძირითადი ფუნქციებია: - უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; - უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; - უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; - უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კონსულტირება საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე; - უნივერსიტეტის რექტორის დავალებით პასუხების მომზადება შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე და სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული პასუხებისა და კორესპონდენციის სამართლებრივი ექსპერტიზა; - წარმომადგენლობა უნივერსიტეტის ინტერესების დასაცავად სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში; - უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; - თავისი კომპეტენციის ფარგლებში აკადემიის და სხვა ორგანოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება; - უნივერსიტეტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; - რექტორის სხვა დავალებების შესრულება.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა: - ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე; - კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი; - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; - ფოტოსურათი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.
დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 2 ოქტომბრიდან 2026 წლის 2 ნოემბრის ჩათვლით, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ადგილზე. ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N 46, ოთახი N 12 11:00 საათიდან 16:00 საათამდე (შესვენების გარეშე), შაბათ-კვირის გარდა.
საკონტაქტო რეკვიზიტები.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.