ტექნოლოგ-კონსულტანტი / კვების ობიექტების ტექნოლოგიური პროექტის ხელმძღვანელი
შპს „იბერია სტარ გრუპი“–ი აცხადებს ვაკანსიას: ტექნოლოგ-კონსულტანტის / კვების ობიექტების ტექნოლოგიური პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პროექტის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ცისფერყანწელების N5ა
შპს „იბერია სტარ გრუპი“ ეძებს მაღალკვალიფიციურ ტექნოლოგ-კონსულტანტს ან საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასტუმრო კომპლექსისა და მასთან დაკავშირებული კვების ობიექტების ტექნოლოგიურ დაგეგმვას, საჭირო დანადგარებისა და ინვენტარის შერჩევას, განთავსების დაგეგმვას, შესყიდვის პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას, მონტაჟის კონტროლსა და სრული საწარმოო ციკლის გაშვებას.
პროექტი მოიცავს:
- სასტუმროს ტერიტორიაზე 3–ი განსხვავებული ტიპის რესტორანს; - სავაჭრო ცენტრში სწრაფი კვების ობიექტს; - ცალკე ცენტრალურ კვების ბლოკს / ნახევარფაბრიკატების საწარმოს; - აღნიშნულ ობიექტებს შორის პროდუქციისა და ნახევარფაბრიკატების მიწოდების ერთიან სისტემას. - ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთიანი, ეფექტიანი, ტექნოლოგიურად გამართული და კომერციულად გამართლებული კვების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტების უწყვეტ და სტაბილურ მუშაობას.
1. პოზიციის მთავარი მიზანი.
- ტექნოლოგ-კონსულტანტის ძირითადი ამოცანაა პროექტის ყველა კვების ობიექტისთვის შეიმუშაოს და პრაქტიკულად განახორციელოს: - მენიუ/პროდუქციის კონცეფცია - წარმოების სიმძლავრე - ტექნოლოგიური პროცესი - სივრცეების ზონირება - დანადგარების შერჩევა - საინჟინრო მოთხოვნები - შესყიდვა - მონტაჟი - სატესტო გაშვება - პერსონალის სწავლება - სრული საწარმოო ციკლის ამოქმედება.
კანდიდატის მიმართ ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
სავალდებულო:
- უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, საზოგადოებრივი კვების, კვების წარმოების, ინჟინერიის ან შესაბამის სფეროში; - მინიმუმ 5–7 წლიანი პროფესიული გამოცდილება; - HoReCa-ს სფეროში მუშაობის გამოცდილება; - რესტორნის/რესტორნების სამზარეულოს ტექნოლოგიური დაგეგმვის გამოცდილება; - დიდი მოცულობის კვების წარმოების გამოცდილება; - პროფესიული სამზარეულოს ტექნოლოგიური აღჭურვის ცოდნა; - კვების საწარმოო პროცესების ორგანიზების გამოცდილება; - ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევის გამოცდილება; - ტექნიკის მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება; - ტექნიკის განთავსებისა და მონტაჟის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება; - საინჟინრო მოთხოვნების განსაზღვრის პრაქტიკული ცოდნა; - სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის პრინციპების ცოდნა; - ტექნოლოგიური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება.
სასურველია:
- ცენტრალური სამზარეულოს გამოცდილება. - ნახევარფაბრიკატების საწარმოს შექმნის გამოცდილება; - სასტუმროს კვების ობიექტების გამოცდილება; - მრავალობიექტიანი კვების სისტემის დაგეგმვის გამოცდილება; - საერთაშორისო ბრენდებთან ან მსხვილ HoReCa პროექტებთან მუშაობის გამოცდილება; - უცხოელი მწარმოებლებისა და ტექნიკის მომწოდებლების ბაზრის ცოდნა; - ინგლისური ან სხვა უცხო ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოცდილება.
- კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია, სადაც პირადად მონაწილეობდა: - რესტორნის/რესტორნების სამზარეულოს შექმნაში; - სასტუმროს კვების ობიექტის ტექნოლოგიურ დაგეგმვაში; - ცენტრალური სამზარეულოს შექმნაში; - ნახევარფაბრიკატების საწარმოს დაგეგმვაში; - სწრაფი კვების ობიექტის ტექნოლოგიურ აღჭურვაში; - პროფესიული სამზარეულოს ტექნიკის შერჩევასა და მონტაჟში.
თითოეული პროექტისთვის კანდიდატმა უნდა მიუთითოს:
- პროექტის დასახელება;
- ქვეყანა/ქალაქი;
- ობიექტის ტიპი;
- ფართობი;
- წარმოების სავარაუდო სიმძლავრე;
- მისი კონკრეტული როლი;
- განხორციელებული სამუშაოები;
- პროექტის დასრულების წელი;
- დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაცია — თუ შესაძლებელია.
სამუშაოს ეტაპები.
- კონსულტანტის სამუშაო უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად. - ეტაპი I — ობიექტის შესწავლა - კონსულტანტი: - გაეცნობა ობიექტს; - შეისწავლის არსებულ ფართებს; - შეისწავლის შენობის გეგმებს; - შეისწავლის საინჟინრო შესაძლებლობებს; - შეისწავლის სამზარეულოების, საწარმოსა და საწყობებისათვის გამოყოფილ სივრცეებს; - განსაზღვრავს არსებულ შეზღუდვებსა და პრობლემებს.
შედეგი:
ობიექტის ტექნოლოგიური აუდიტის ანგარიში.
ეტაპი II — ტექნოლოგიური კონცეფცია.
უნდა მომზადდეს თითოეული ობიექტის ტექნოლოგიური კონცეფცია:
1. რესტორანი №1
2. რესტორანი №2
3. რესტორანი №3
4. სწრაფი კვების ობიექტი
5. ნახევარფაბრიკატების საწარმო / ცენტრალური კვების ბლოკი
თითოეულისთვის განისაზღვროს:
- ფუნქცია;
- პროდუქციის ტიპები;
- სავარაუდო მენიუ;
- წარმოების მოცულობა;
- მომსახურების ფორმატი;
- სამუშაო საათები;
- პიკური დატვირთვა;
- საჭირო პერსონალი;
- საჭირო ტექნოლოგიური ზონები.
ეტაპი III — სრული ტექნოლოგიური სქემა.
კონსულტანტმა უნდა შეიმუშაოს პროდუქციის მოძრაობის სრული სქემა:
ნედლეულის მიღება → შემოწმება → საწყობი → პირველადი დამუშავება → მომზადება → თერმული დამუშავება → გაცივება/გაყინვა → შეფუთვა → შენახვა → დისტრიბუცია → საბოლოო მომზადება → გაცემა/მომსახურება.
ცალკე უნდა იყოს განსაზღვრული:
- პერსონალის მოძრაობა;
- ნედლეულის მოძრაობა;
- მზა პროდუქციის მოძრაობა;
- ჭუჭყიანი ჭურჭლის მოძრაობა;
- ნარჩენების მოძრაობა.
ეტაპი IV — ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა
კონსულტანტმა უნდა მოამზადოს სრული Equipment List.
თითოეულ პოზიციაზე უნდა მიეთითოს:
მოწყობილობის დასახელება;
- მწარმოებელი/ბრენდის სასურველი დონე;
- მოდელი ან ტექნიკური სპეციფიკაცია;
- რაოდენობა;
- წარმადობა;
- ზომები;
- ელექტრო სიმძლავრე;
- გაზის მოთხოვნა, საჭიროების შემთხვევაში;
- წყლის მოთხოვნა;
- სავენტილაციო მოთხოვნები;
- დანიშნულება;
- განთავსების ადგილი;
- სავარაუდო ღირებულება;
- ალტერნატიული ვარიანტი, საჭიროების შემთხვევაში.
ეტაპი V — დანადგარების განთავსების პროექტი.
კონსულტანტმა უნდა განსაზღვროს თითოეული მოწყობილობის ზუსტი განთავსების ადგილი.
განლაგება უნდა ითვალისწინებდეს:
ტექნოლოგიურ თანმიმდევრობას;
- პერსონალის უსაფრთხო მოძრაობას;
- პროდუქციის ნაკადის ლოგიკას;
- სანიტარიულ მოთხოვნებს;
- ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობას;
- დატვირთვა/განტვირთვის პროცესს;
- დასუფთავებისა და რეცხვის შესაძლებლობას.
ეტაპი VI — საინჟინრო დავალება.
კონსულტანტმა უნდა მოამზადოს საინჟინრო მოთხოვნები:
- ელექტროენერგია; - გაზი; - წყალი; - ცხელი წყალი; - კანალიზაცია; - ვენტილაცია; - გამწოვი სისტემა; - ჰაერის კომპენსაცია; - გაგრილება; - საყინულე სისტემები; - დრენაჟი; - ტექნოლოგიური კომუნიკაციები. - საჭიროების შემთხვევაში ტექნოლოგმა უნდა იმუშაოს პროექტის არქიტექტორთან, ინჟინერთან და სხვა სპეციალისტებთან ერთად.
ეტაპი VII — ტექნიკის შესყიდვის მხარდაჭე
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.