შესრულებების აღრიცხვის სპეციალისტი
სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მიმართულების კომპანია ეძებს ტექნიკური განყოფილების შესრულებების აღრიცხვის სპეციალისტს.
ძირითადი მოვალეობები: - ობიექტებზე პერიოდული ვიზიტი და შესრულებული სამუშაოების ადგილზე შემოწმება; - ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა; - შესრულებული სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა და ასახვა; - ფორმა №2-ის მომზადება და შესრულებების სისტემაში/პროგრამაში შეტანა; - შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება; - სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ტექნიკურ განყოფილებასთან კოორდინაცია; - საჭიროების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ფოტომასალისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება; - შესრულებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება და წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სამშენებლო სფეროში ან ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ხარჯთაღრიცხვისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვის ცოდნა; - ფორმა №2-ის შედგენის გამოცდილება; - Excel-ის კარგი ცოდნა; - სამშენებლო სამუშაოების ძირითადი სახეობებისა და ტექნოლოგიების ცოდნა; - ობიექტებზე გადაადგილებისა და ადგილზე მუშაობის შესაძლებლობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სასურველია: - ხარჯთაღრიცხვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; - AutoCAD-ის ცოდნა; - შესაბამისი განათლება სამშენებლო/ტექნიკურ სფეროში.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე სამუშაო ადგილი: თბილისი / ობიექტების მიხედვით გადაადგილება ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.