ბუღალტერი/ოფისმენეჯერი
კომპანია SAN MARCO "COLORESCO" – იტალიური ხარისხი საქართველოში SAN MARCO "COLORESCO" წარმოადგენს იტალიური დეკორატიული საღებავებისა და საფარების ბრენდის SAN MARCO-ს ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. კომპანია ორიენტირებულია ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, მაღალი ხარისხის პროდუქციასა და პროფესიონალურ მომსახურებაზე. ჩვენი გუნდი შედგება მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალებისგან, რომლებიც ქმნიან მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები: - საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა; - საბანკო და სალარო ოპერაციების მართვა, პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება; - გაყიდვების, შესყიდვებისა და მარაგების აღრიცხვა; - ოფისის ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზება და მხარდაჭერა; - კომუნიკაცია პარტნიორებთან, მომწოდებლებთან და კლიენტებთან; - ანგარიშგებების მომზადება ხელმძღვანელობისთვის; - საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობა და მონაცემების განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: - უმაღლესი ან მიმდინარე განათლება ბუღალტერიაში, ფინანსებში ან ეკონომიკაში; - ბუღალტრულ პროგრამებთან (მაგ: 1C, Oris, Fina, ან ანალოგიური) მუშაობის საბაზისო გამოცდილება; - კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა; - სწრაფი სწავლის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა; - MS Office-ის (Excel, Word) ცოდნა.
უპირატესობები და სარგებელი: - საერთაშორისო ბრენდთან მუშაო:ბის გამოცდილება და პროფესიული განვითარება; - მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო მცირე, მოტივირებულ გუნდში; - თანამედროვე ოფისი და კომფორტული სამუშაო პირობები თბილისის ცენტრალურ უბანში; - პერსონალური და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.