8915 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

775SCM63 გამოქვეყნდა 10 სექ 11 ნახვა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

აკადემიური თანამდებობები - ინფორმაციული ტექნოლოგიები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად - ინფორმაციული ტექნოლოგიები

"ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა" გაახანგრძლივა განაცხადების მიღების ვადა შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ ღია კონკურსზე:

ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით - 1 პროფესორი, 4 ასოცირებული პროფესორი.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე; ** პირადობის მოწმობისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლები; ** შესაბამისი მიმართულების 1 სილაბუსი (იხ. სილაბუსის საუნივერსიტეტო ფორმა); ** სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობის დამადასტურებელი ცნობ (ებ)ის ასლ (ებ)ი; ** ავტობიოგრაფია (CV), რომელშიც უნდა აისახოს ინფორმაცია კონკურსანტის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომ (ებ)ის, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული სტიპენდია-გრანტებისა და ბოლო 5 წლის განმავლობაში სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ.

კონკურსანტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს სასწავლო/კვლევითი მიმართულება და წარმოადგინოს საუნივერსიტეტო გარემოში მისი განვითარების პერსპექტივის ხედვა.

კანდიდატების შერჩევა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მათი კვლევითი კონცეფციიდან და ასევე საგანმანათლებლო პროგრამისა და მიმართულების შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვიდან გამომდინარე.

კონკურსანტის შეფასება ხდება კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) და საუნივერსიტეტო (დამატებითი) კრიტერიუმებით. ამასთან, ძირითადი კრიტერიუმები შეიძლება ეფუძნებოდეს კანონმდებლობით დადგენილ ნებისმიერ საგამონაკლისო წესს.

კანონმდებლობით დადგენილი (ძირითადი) კრიტერიუმებია:

** აკადემიური ხარისხი: პროფესორის, ასოცირებული და ასისტენტ‐პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის აკადემიური ხარისხი, ხოლო ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი; ** სამეცნიერო‐პედაგოგიური საქმიანობა: პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო‐პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6, ხოლო ასოცირებულ პროფესორს არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად, თანდართული სარეგისტრაციო ფორმით.

https://newvision.ge/ka/vacancies/open-competition-for-academic-positions-information-technologies

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა