9772 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

78GP4299 გამოქვეყნდა 5 ოქტ 39 ნახვა

სამერი ჯგუფი

სამერი ჯგუფი

ავეჯის გაყიდვების წარმომადგენელი / პროექტის მენეჯერი

სამერი ჯგუფი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 ნოე

„სამერი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას: ავეჯის გაყიდვების წარმომადგენელი / პროექტის მენეჯერი

ვინ ვართ ჩვენ: „სამერი ჯგუფი“ არის პრემიუმ ხარისხის ინტერიერის კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

რატომ „სამერი ჯგუფი“? ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ: - იმუშავებ გარემოში, სადაც შენი პროფესიული ცოდნა პირდაპირ განსაზღვრავს შედეგს და დაფასდება როგორც ფინანსურად, ისე კარიერულად; - ჩაერთვები პროექტებში, რომლებიც მოითხოვს ტექნიკურ აზროვნებას, კონსულტაციასა და პროცესების მართვას - აქ ყოველი დღე სტანდარტული რუტინა არ არის; - გექნება პასუხისმგებლობა და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს; - მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას; - იმუშავებ სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც გუნდის თითოეული წევრი ერთიან შედეგზეა ორიენტირებული;

პოზიციის შესახებ: ეს არის ჰიბრიდული როლი, რომელიც აერთიანებს გაყიდვების წარმომადგენლისა და პროექტის მენეჯერის ფუნქციებს. ვაკანსია განკუთვნილია გამოცდილ პროფესიონალზე, რომელსაც შეუძლია მართოს პროექტის სრული ციკლი, კომუნიკაციის დამყარებიდან - საბოლოო ჩაბარებამდე.

ძირითადი პასუხისმგებლობები: - მომხმარებლებთან კომუნიკაცია ავეჯის მიმართულებით (ინბოქსი, სატელეფონო ზარები, პირისპირი შეხვედრები) - მათი საჭიროებების ზუსტი განსაზღვრა და დეტალური კონსულტაციის გაწევა

შეკვეთის კომერციული და ტექნიკური მართვა: - კითხვებზე სრულყოფილი პასუხების გაცემა - ავეჯის შეკვეთის განფასების მომზადება

პროექტის მენეჯმენტი შეკვეთიდან საბოლოო ჩაბარებამდე: - პროცესების კოორდინაცია - მომხმარებელთან უწყვეტი კომუნიკაცია - ხარისხისა და დროული ჩაბარების კონტროლი

მოთხოვნები: - არქიტექტურული და ავეჯის ნახაზების წაკითხვის უნარი - მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, ავეჯის მიმართულებით - B კატეგორიის მართვის მოწმობა - ძლიერი კომუნიკაციის უნარები - მაღალი ორგანიზებულობა და პროცესების მართვის უნარი - შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა

პირობები: ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი | 10:00-19:00

როგორ შეიტანოთ განაცხადი: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ავეჯის გაყიდვების წარმომადგენელი / პროექტის მენეჯერი“

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა