მოლარე-კონსულტანტი
შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge
ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ?
ძირითადი პირობები:
- სამუშაო ადგილი: კედიას ქ.3; ცაბაძის ქ.8
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე;
- ანაზღაურება: მზარდი, საწყის ეტაპზე 1050 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები (3 თვის შემდეგ 1200)
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ანაზღაურებადი სტაჟირება;
- კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება.
რა დაგევალებათ?
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სალარო პროგრამაში მუშაობა;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
- მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა.
რას ველით თქვენგან?
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებელთან გულისხმიერი კომუნიკაციის სურვილი და უნარი;
როგორ მოხვდეთ ჩვენთან?
შერჩევის ვადა და ეტაპები:
რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 30 სექტემბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.
- რეზიუმეების გადარჩევა;
- გასაუბრება ოფისში;
- ანაზღაურებადი სტაჟირება.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე და გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი".
ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.