პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

7CWGF7CA გამოქვეყნდა 11 ნოე 4 ნახვა

ოპერატორი

ახალი ხედვა გარე განცხადება
₾1500 / თვეში +9% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,379 ₾ · 75 განცხადება ბოლო ვადა: 12 დეკ
შესვლა და განაცხადი

"ახალი ხედვა" წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ღაბაშების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანიის კომერციული სტრუქტურა აერთიანებს კორპორატიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯმენტს, მარკეტინგსა და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე კვირაში, 09:00 - 18:00 სთ ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • საწყობიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მიღება-ჩაბარების დოკუმენტის საფუძველზე პროგრამული ოპერაციების წარმოება;
  • დისტრიბუტორის ავტომობილზე შეკვეთის გადაწერა/დასრულება;
  • მიღებული ხარჯის დროული და ზუსტი დამუშავება, გადაწერა სასაქონლე ზედნადების სახით;
  • შიდა გადაზიდვის საბუთების აღრიცხვა, მოწესრიგება/აკინძვა როგორც დღიურად, ასევე ყოველთვიურად;
  • ყოველდღიური / ყოველთვიური რეესტრის წარმოება გაყიდვების მაჩვენებლების მიხედვით;
  • ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვადასხვა პროფილური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები

  • აქტიური, ენერგიული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დისციპლინირებული.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ოპერატორი).

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა