ქოლცენტრის ოპერატორი
შპს "მაქსთერმ სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ.149
გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 6 დღე,
დასვენების დღე - ორშაბათი, კვირა - მოკლე სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სერვისის განყოფილებაში შემოსულ ზარებზე პასუხი;
** შემოსული ზარების და სოციალური ქსელების საშუალებით მიღებული ინფორმაციის სრულყოფილად რეგისტრირება სისტემაში, შემოსული გამოძახებების საფუძველზე განრიგის შედგენა და ტექნიკოსებთან დროული გადამისამართება (როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით);
** გამოძახების ჩანიშვნა და შესაბამის ჯგუფთან გადამისამართება;
** მომხმარებელთან დაკავშირება და სერვისის თანამშრომლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე უკუკავშირის მოძიება;
** შემოსული დოკუმენტაციის (საგარანტიო ტალონების) პროგრამაში დროული ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და დროული რეაგირება;
** ექსელში მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი.
ვაკანსიის განთავსების ვადა: 01.09.2026-დან 2 კვირის ვადით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.