9261 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

7JV8F8CN გამოქვეყნდა 27 ოქტ 18 ნახვა

რჩეული ბანკირი

კრედო ბანკი გარე განცხადება
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - რჩეული ბანკირი მარნეულის სერვისცენტრში,

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი პოზიცია: რჩეული ბანკირი სამუშაო ადგილი:მარნეული

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია. #ჩვენვქმნითშესაძლებლობებს #ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ: - პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს; - სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს; - პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს; - კორპორატიულ ღონისძიებებს; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

კრედო რჩეული - ეს არის კრედო ბანკის პრივილეგირებული, მრავალკომპონენტიანი სერვისი, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მიზნებზე, სურვილებსა და საჭიროებებზე; გაიგეთ მეტი რჩეულის შესახებ: https://credobank.ge/favorite/

პოზიციის მიზანია: - რჩეული ბანკირი პასუხისმგებელია მიზნობრივ სეგმენტზე რჩეული საბანკო მომსახურების პროდუქტის გაყიდვაზე და ხარისხიანი, მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევაზე.

სამუშაო აღწერილობა: - რჩეული კლიენტების იდენტიფიცირება და მოზიდვა; - რჩეული კლიენტებისთვის კრედოს პროდუქტების სრული სპექტრის შეთავაზება და გაყიდვა; - რჩეული კლიენტების კონსულტაცია- დასახული ამოცანების და საჭიროებების შესაბამისად რჩეული მომხმარებლების პორტფელის განვითარება; - მუდმივი კონტაქტი რჩეულ კლიენტებთან და მათთვის ახალი დანერგილი პროდუქტების/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება; - რჩეული კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები: - უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; - სავალდებულოა საბანკო სექტორში საკრედიტო ან საოპერაციო გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; - ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; - ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - მოლაპარაკებების და ანალიტიკის კარგად განვითარებული უნარები; - სიახლის, ინოვაციების მარტივად მიღების უნარი; - გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 ნოემბერი, 2026 წელი.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა