8143 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7Q08355Z გამოქვეყნდა 26 აგვ 11 ნახვა

თბილისის თავისუფალი სკოლა

თბილისის თავისუფალი სკოლა

წესრიგის მენეჯერი

თბილისის თავისუფალი სკოლა გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1375 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "თბილისის თავისუფალი სკოლა" აცხადებს ვაკანსიას წესრიგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 08:45-16:15

ხელფასი: ფიქსირებული ხელფასი 1375 (გროსი).

ხელფასი გაიცემა სკოლის არდადეგების პერიოდშიც (საახალწლო, საგაზაფხულო, სააღდგომო, საზაფხულო და საშემოდგომო არდადეგები).

ბენეფიტები: საბონუსე სისტემა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ორჯერადი კვება

ფუნქცია-მოვალეობები:

** სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა

** სკოლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი

** სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომების აღრიცხვა და სკოლის დირექციის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე

** სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება

** საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, თანამშრომელთა და სკოლაში მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა

** კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და მისი მოგვარება, დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება

** ვიდეომეთვალყურეობის კამერების მონიტორინგი

** მოსწავლეთა მიერ არასაპატიო მიზეზით გაკვეთილების გაცდენასა და დაგვიანებაზე ყოველდღიური კონტროლი

** მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერება, აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად

** დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მოსწავლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დადგენილი ნორმების შესაბამისად და სათანადო ოქმის შედგენა

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება

** გამოცდილება: სასურველია კანდიდატს ჰქონდეს განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება

** კომპიუტერული პროგრამები: MS Office

** პიროვნული უნარ-ჩვევები:
ეფექტური კომუნიკაცია
პასუხისმგებლობის გრძნობა

** კონფლიქტური სიტუაციების მართვა

** კეთილგანწყობა
მზრუნველობა

** შრომისმოყვარეობა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 2026 წლის 12 სექტემბრამდე.

გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ჩვენი სკოლის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: https://free.edu.ge/,

https://www.facebook.com/TbilisiFreeSchool

წარმატებას გისურვებთ!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თბილისის თავისუფალი სკოლა
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის