8847 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7Q0WHZ0N გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

გაყიდვების დირექტორის ასისტენტი

UGT გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას IT სერვისებისა და ბიზნეს აპლიკაციების დეპარტამენტში, გაყიდვების დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების დირექტორის ადმინისტრაციული მხარდაჭერა/კალენდრისა და კორესპონდენციის მართვა, შეხვედრების დაგეგმვა ** დღის წესრიგის მომზადება, მასალების დაგზავნა, საჭირო მხარეების ინფორმირება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ** გაყიდვების დეპარტამენტის შესაბამისი ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის ორგანიზება, გუნდის სხვა წევრებთან და კლიენტებთან ინფორმაციის მიწოდება ** გაყიდვების ღონისძიებების, სავაჭრო გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღებისთვის საჭირო აქტივობების განხორციელება, მათ შორის ლოჯისტიკური მასალების მომზადება და შემდგომი აქტივობების ორგანიზება ** ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის ავიაბილეთების დაჯავშნა/შეძენა, სამოგზაურო დაზღვევების, სასტუმროს, ტრანსპორტისა და მოგზაურობის მარშრუტის უზრუნველყოფა ** გაყიდვების მონაცემთა ანალიზი, ბაზრის კვლევა, რეპორტინგი და ანგარიშთა შეჯამება ** გაყიდვების გუნდთან სხვადასხვა პროექტებზე თანამშრომლობა, განხორციელებული პროექტების რეპორტინგი და თასქ-მენეჯმენტი ** გუნდის მხარდაჭერა/გაყიდვებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაციის, ასევე კლიენტთან წარსადგენი პრეზენტაციების (ზუსტი და განახლებული), წინადადებებისა და კონტრაქტების მომზადება, მიწოდების უზრუნველყოფა ** პოტენციური კლიენტების, ინდუსტრიის ტენდენციების მოძიება, გაყიდვების ხელმძღვანელისთვის ღირებული ინფორმაციის მიწოდება ** ხარჯების ანგარიში და მართვა ** გაყიდვებთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტაციის მართვა და კონტროლი ** გაყიდვების გუნდის ახალი წევრების მიღების პროცესის კოორდინირება, მათთვის ყველა საჭირო რესურსისა და ინფორმაციის მიწოდება ** კლიენტთა მონაცემების ან ნებისმიერ შიდა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა, მათ შორის გაყიდვების სტრატეგიის ** გაყიდვების ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ამოცანების შესრულება

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა

განათლება:

** უმაღლესი განათლება

ენები:

** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა ** სასურველია რუსული ენის ცოდნა

სამუშაო გამოცდილება:

** აუცილებელია ადმინისტრაციული ასისტენტის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ** ღონისძიებების დაგეგმვის/ორგანიზების კუთხით გამოცდილება

კომპეტენციები:

** შრომისმოყვარეობა ** პასუხისმგებლიანობა ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა ** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი ** ინფორმაციის/მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის უნარი ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** დროის ეფექტიანად მართვის უნარი ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი ** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა ** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 5 სექტემბრის ჩათვლით.

ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერის საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/982/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
UGT
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის