9,080 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

7Q1XPX90 გამოქვეყნდა 17 სექ 6 ნახვა

Caucasus Credit

Caucasus Credit

ფინანსური ანალიტიკოსი

Caucasus Credit გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 15 ოქტ

"Caucasus Credit" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ეკონომიკური განათლება: ბუღალტრული აღრიცხვა ან ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი / გადასახადები / აუდიტი / ეკონომიკა - სპეციალობით მუშაობის გამოცდილება: პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება - საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ასეთი გამოცდილების არსებობის შემთხვევაში.

უნდა ფლობდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს: - ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს/IFRS) გამოყენება; - ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის შესაბამისად; - კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება; - ახალი და შეცვლილი ფასს სტანდარტების მოთხოვნების ანალიზი და გამოყენება; - სააღრიცხვო პოლიტიკისა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადება ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფასს-ში; - ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნებისა და გამჟღავნებების მომზადება გარე და შიდა აუდიტორებთან ურთიერთობა, აუდიტორულ მოთხოვნებზე პასუხების მომზადება; - ფინანსური ანგარიშგების ტრანსფორმაციის მომზადება; - რთული სამეურნეო ოპერაციების ანალიზი და ფასს- ის შესაბამისად მათი ასახვის წესის განსაზღვრა; - ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური და სხვა სახის ინფორმაციის მომზადება; - ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სფეროში საქართველოს კან ონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება. - Microsoft Excel-ის პროგრამაში მაღალ დონეზე მუშაობის უნარი.

უნდა იცოდეს: - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები; - ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების საფუძვლები; - საქართველოს საკანონმდებლო და ნორმატიული სამართლებრივი აქტები ბუღალტრ ული აღრიცხვისა - და ფინანსური ანგარიშგების მომზადების სფეროში.

სამსახურებრივი მოვალეობები: - თანამდებობის მიზანი: ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების ფორმირება და მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების შიდა მეთოდოლოგიური მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავება, ყოველთვიური ფინანსური რეპორტის მომხადება ეროვნული ბანკისთვის. - ფასისის შესაბამისად ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების, ასევე ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების ფორმირება და მომზადება; - სააღრიცხვო პოლიტიკის, მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და შიდა რეგლამენტების შემუშავება და აქტუალიზაცია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების საკითხებზე; - ახალი და შეცვლილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ანალიზი, კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება და დანერგვის უზრუნველყოფა; - ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა ფასს-ის გამოყენების საკითხებში; - რთული და არასტანდარტული სამეურნეო ოპერაციების ანალიზი და ფასს-ის შესაბამისად ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში მათი ასახვის წესის განსაზღვრა; - ტრანსფორმაციული და კონსოლიდაციური კორექტირებების მომზადება და შემოწმება, შიდაჯგუფური ოპერაციებისა და ნაშთების ელიმინაციის ჩათვლით; - ფინანსური ინფორმაციის პაკეტების მომზადება მშობელი კომპანიის კონსოლიდაციისა და ანგარიშგების მიზნებისთვის; - საანგარიშგებო პერიოდების დახურვის პროცესში მონაწილეობა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების დადგენილი ვადების დაცვის უზრუნველყოფა; - (საჭიროების შემთხვევაში) გარე აუდიტორთან ურთიერთობა, საჭირო გაანგარიშებების, განმარტებებისა და აუდიტორულ მოთხოვნებზე პასუხების მომზადება; - ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური მასალების, პრეზენტაციებისა და ცნობების მომზადება ფინანსური ანგარიშგებისა და ფასს-ის გამოყენების საკითხებზე; - ბუღალტრულ აღრიცხვაში ცალკეული სამეურნეო ოპერაციების ასახვის კორექტულობის კონტროლი ფასს-ის მოთხოვნების თვალსაზრისით; - მონაწილეობის მიღება ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესების ავტომატიზაციასა და სააღრიცხვო პროცესების სრულყოფაში; - ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი, აგრეთვე კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება; - კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერის გაწევა ბუღალტრული აღრიცხვისა და ფასს-ის გამოყენების საკითხებზე; - უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც უკავშირდება ფუნქციონალურ მოვალეობებს.

დამატებითი ინფორმაცია: საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტო სურათ ით მისამართზე და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Caucasus Credit
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა