Harç ve Satın Alma Muhasebecisi
Orijinal ilandan otomatik olarak çevrilmiştir. Orijinal metni Gürcüce okuyun →
"ელმონტაჟი", ელექტროინჟინერიისა და ელექტროსამონტაჟო სფეროში მოქმედი კომპანია, რომელიც მონაწილეობს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ეძებს ხარჯებისა და შესყიდვის ბუღალტერს საკუთარ გუნდში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვანის ქ.5
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ანაზღაურება: 3000 ლარი (ნეტ)
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
პოზიციის მიზანი : პოზიციის მთავარი მიზანია კომპანიის საბუღალტრო პროცესების ეფექტიანი მართვის მხარდაჭერა, ფინანსური მონაცემების სიზუსტისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
1. ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის წარმართვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და შესაბამისი სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად;
2. ხარჯებისა და პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი: ხარჯებთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციისა და შესაბამისი საბუღალტრო ოპერაციების სისწორისა და შესაბამისობის კონტროლი; ინვოისების, მიღება-ჩაბარების და შესრულებული სამუშაოების აქტების, ფორმა №2-ისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის საბუღალტრო პროგრამაში (FINA) სწორად ასახვა და გატარება;
3. RS პორტალისა და ელექტრონული სისტემების კონტროლი: RS პორტალზე ატვირთული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და გადახდების ელექტრონულ სისტემაში არსებული ინვოისების შედარება, მათ შორის ფასებისა და სხვა მონაცემების შესაბამისობის კონტროლი;
4. სახელფასო და საგადასახადო ოპერაციები: სახელფასო დარიცხვის კონტროლი ფინაში ატვირთული ტაბელების მიხედვით, ბარათებისა და ნაშთების კონტროლი, საპენსიო და საშემოსავლო გადასახადების ბარათის დადარება RS პორთალთან;
5. დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა: კრედიტორული და დებიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარებისა და გადაფარვის აქტების, ვალის დათმობის შეთანხმებებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და პროგრამული გატარება; ე.წ. Aging Report-ის ფორმირება და ანალიზი;
6. თვითღირებულებისა და ნაშთების კონტროლი: დაუმთავრებელ წარმოებაზე აღრიცხული თანხების კონტროლი, თვითღირებულების სწორად ფორმირების უზრუნველყოფა და პერიოდული ანალიზი; შუალედური ანგარიშებისა და მზა პროდუქციის ნაშთების ყოველთვიური კონტროლი;
7. აუდიტი და დამატებითი ფუნქციები: შიდა და გარე აუდიტის პროცესში, ასევე მენეჯმენტის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დამუშავება, ანალიზი და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
გამოცდილება:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3-5 წლიანი გამოცდილება;
- პროგრამა "FINA"-ში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- 1C-ის ან მსგავსი საბუღალტრო პროგრამის გამოყენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Microsoft Excel);
- სასურველია, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
უნარები და პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
- ოპერატიულობა და ორგანიზებულობა;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას;
- კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- გამოცდილ და პროფესიონალ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართებზე & და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც გსურთ თქვენი კანდიდატურის განხილვა.
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ელმონტაჟმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე პირს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.