9287 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

7TETE1NA გამოქვეყნდა 29 ოქტ 29 ნახვა

HR დირექტორი

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 30 ნოე

სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას HR დირექტორის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყავს "გალფი"-ს და "დსთ"-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმრებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე) სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 12 (სტამბა)

კომპანიის HR დეპარტამენტი, რომელიც 3 თანამშრომლისგან შედგება, ეძებს HR დირექტორს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები;

  • ადამიანური რესურსების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით;
  • ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებით;
  • უმაღლესი განათლება;
  • შრომის კოდექსის ცოდნა;
  • HR სოფტთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • კონფლიქტური სიტუაციების კონსტრუქციულად მოგვარების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მართვა კომპანიის ბიზნესმიზნების შესაბამისად;
  • HR დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება, სამუშაო პროცესების დაგეგმვა, ამოცანების დელეგირება და შესრულების კონტროლი;
  • HR პროცესების ეფექტიანი და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • თანამშრომელთა შერჩევისა და რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა;
  • კომპენსაციებისა და ბენეფიტების პოლიტიკის შემუშავება და მართვა;
  • თანამშრომელთა მოტივაციის, ჩართულობისა და შენარჩუნების სისტემების შემუშავება და დანერგვა;
  • თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემების დანერგვა და მართვა;
  • თანამშრომელთა Onboarding/Offboarding პროცესების ორგანიზება და ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა;
  • შრომითი კანონმდებლობის, შიდა პოლიტიკებისა და რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციული სტრუქტურისა და ადამიანური რესურსების საჭიროებების დაგეგმვა;
  • HR პროცესების ეფექტიანობის შეფასება, შესაბამისი მაჩვენებლების ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;
  • HR გუნდის მართვა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და დეპარტამენტის შედეგებზე პასუხისმგებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე.

აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა