9875 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

7YH6W941 გამოქვეყნდა 9 ოქტ 38 ნახვა

გრაფიკული დიზაინერი

რუსთავის აზოტი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.

სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.

სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე

ლოკაცია: რუსთავი, მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საჭიროებებზე მორგებული გრაფიკული და ვიზუალური მასალების შექმნა.
  • შიდა კომუნიკაციისთვის პოსტერების, ბანერების, საინფორმაციო დაფების, პრეზენტაციებისა და სხვა მასალების დიზაინის მომზადება.
  • შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლების კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შემუშავება.
  • HR დეპარტამენტის მხარდაჭერა თანამშრომელთა ჩართულობის, ტრენინგების, ვაკანსიებისა და კორპორაციული ღონისძიებების ვიზუალური გაფორმებით.
  • კომპანიის კორპორაციული პრეზენტაციების, ბროშურების, ფლაერებისა და სხვა ბეჭდური თუ ციფრული მასალების მომზადება.
  • სოციალური მედიისა და ციფრული საკომუნიკაციო არხებისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნა.
  • კომპანიის ბრენდის სახელმძღვანელოსა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა.
  • ბეჭდვისთვის განკუთვნილი ფაილების მომზადება და სტამბებთან ან სხვა მომწოდებლებთან კოორდინაცია საჭიროების შემთხვევაში.
  • სხვადასხვა დეპარტამენტისგან მიღებული დიზაინის მოთხოვნების დამუშავება, ვადების დაცვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი.
  • საჭიროების შემთხვევაში ფოტოების დამუშავება, ინფოგრაფიკის შექმნა და არსებული დიზაინების განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური კომუნიკაციის ან შესაბამის სფეროში, ან შესაბამისი პროფესიული გამოცდილება.
  • გრაფიკული დიზაინის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator.
  • Adobe InDesign-ის ან/და Canva-ს ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
  • ციფრული და ბეჭდური მასალების დიზაინის მომზადების უნარი.
  • კომპოზიციის, ფერთა თეორიის, ტიპოგრაფიისა და ვიზუალური იერარქიის საფუძვლების ცოდნა.
  • პორტფოლიოს წარმოდგენის შესაძლებლობა, რომელიც ასახავს კანდიდატის პრაქტიკულ უნარებს.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ვადების დაცვის უნარი.
  • გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
  • ტრანსპორტირება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე.

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

გამოიმუშავეთ findjobs.ge-სთან: ღიაა ყველასთვის, დაიწყეთ დღესვე

გამორჩეული Pro
findjobs.ge დისტანციური სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR საქართველო მიმართე აქ
1 სექ

დისტანციური მუშაობა ოპერატორად, ზარების გარეშე!

Pro
Gen Agency თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR მიმართე აქ
₾2600–4800 +173% ჩვეულებრივთან შედარებით 13 ოქტ

ვეძებთ აქტიურ ჩატ ოპერატორებს (დისტანციურად)

Pro
Boris HR დისტანციური სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR სწავლება · განცხადებაში მიმართე აქ
₾2099–9000 13 ოქტ

სოციალური ქსელი მართვის მენეჯერი

ახალი
ნიუ აუტო მოტორსი თბილისი სრული განაკვეთი მარკეტინგი / PR მიმართე აქ
₾1500–2000 −18% ჩვეულებრივთან შედარებით 21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა