IT მხარდაჭერის სპეციალისტი
"მიჰაუსი" ამიერკავკასიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია, რომელიც მომხმარებელს 60 000-მდე დასახელების პროდუქციას სთავაზობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კომპანია გამოირჩევა მრავალფეროვანი ასორტიმენტით, საერთაშორისო ბრენდებით, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებითა და კომფორტული სავაჭრო გარემოთი.
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაზისუბანი; ანაზღაურება: 2000 ლარი; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 -18:00).
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები
- დესკტოპ და ლეპტოპ კომპიუტერების სისტემების გამართვა, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
- პრინტერების, სკანერებისა და კოპირების აპარატების გამართვა და მხარდაჭერა;
- ელფოსტის აპლიკაციების (Microsoft Outlook, Webmail) კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
- საოფისე პროგრამების (Microsoft Office და სხვა) ინსტალაცია, გამართვა და მხარდაჭერა;
- POS ტერმინალების ტექნიკური გამართვა და მხარდაჭერა;
- ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებისა და კამერების ტექნიკური მხარდაჭერა,
- საბუღალტრო და სააღრიცხვო პროგრამების ტექნიკური მხარდაჭერა;
- Wi-Fi და ქსელური მოწყობილობების საბაზისო კონფიგურაცია და მხარდაჭერა;
- საოფისე სატელეფონო სისტემებისა და ტელეფონების გამართვა;
- კომპანიის თანამშრომლების ელფოსტის ანგარიშების შექმნა, მართვა და ადმინისტრირება;
- ინტერნეტ პროვაიდერებთან და ტექნიკური მომსახურების მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- ცენტრალური IT ინფრასტრუქტურის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების წესებისა და კონფიგურაციების პოლიტიკის დაცვა;
- კომპანიის საკუთრებაში არსებული IT აქტივების აღრიცხვასა/აღწერასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
- საგარანტიო მომსახურების სერვის ცენტრებთან თანამშრომლობა და ტექნიკური საკითხების კოორდინაცია;
- მომსახურე კომპანიებში ტექნიკური თიქეთების გახსნა, არსებული ხარვეზებისა და დაგეგმილი ცვლილებების დროული შეტყობინება და შესრულების მონიტორინგი;
- შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა, პერიოდული ანგარიშგების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- IT ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- Windows ოპერაციული სისტემების ინსტალაციის, კონფიგურაციისა და ადმინისტრირების ცოდნა;
- Microsoft Office და Outlook-ის ცოდნა;
- კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- ქსელების საბაზისო ცოდნა (TCP/IP, LAN, Wi-Fi);
- ელფოსტის ანგარიშების მართვის გამოცდილება;
- ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკისა და აღმოფხვრის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე. ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 2 დეკემბერი.
გაცნობებთ, რომ შპს "ჰუალინგ-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი" ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე შესაბამისობის შეფასების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მონაცემების გადაცემას და მათი დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას (მათ შორის თანხმობა/წინასახელშეკრულებო ურთიერთობა). მონაცემები ინახება შერჩევის დასრულებამდე, ხოლო კანდიდატის შემთხვევაში, რომლის შერჩევაც არ მოხდება, არაუმეტეს 1 წლის ვადით (სამომავლო ვაკანსიებისთვის, თანხმობის საფუძველზე); დასაქმების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს მის მონაცემებზე წვდომა, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, აგრეთვე გააუქმოს თანხმობა.
გისურვებთ წარმატებას!