7842 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

81W9G94E გამოქვეყნდა 25 აგვ 3 ნახვა

გეოლოგი

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გეოლოგის (პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის/დასკვნის მოქმედ დოკუმენტებთან შესაბამისობის შეფასების ინსპექტორი) პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული;

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ.N24გ;

ანაზღაურება: შეთანხმებით.

ძირითადი ამოცანები:

** საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის/დასკვნის სფეროს მარეგულირებელი დოკუმენტების მიხედვით შემოწმება;

** განმარტებით ბარათის გაცნობა და მასში ასახული მონაცემები საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშთან შედარება.

** საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშში მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობის ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

** საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშის სისრულის შემოწმება;

** დანართებში მოცემული მასალის, კვლევით ნაწილთან მიმართებაში შემოწმება;

** შესაძლებლობის შემთხვევაში, საფონდო და საცნობარო მასალების მონაცემების შედარება;

** სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით მიღებული შედეგების გადამოწმება;

** დასკვნებისა და რეკომენდაციების მართებულობის, დანართში წარმოდგენილ მონაცემებთან, კვლევით ნაწილთან და სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან, შესაბამისობის შემოწმება;

** კვლევითი ნაწილისა და დასკვნითი ნაწილის ურთიერთთანხვედრის შემოწმება;

** ინსპექტირების პროცესში თითოეული შენიშვნის დაფიქსირება და აღმოჩენილი ხარვეზის სათანადო შეფასებითა და არგუმენტით ინსპექტირების ანგარიშის კვლევით ნაწილში ასახვა;

** ინსპექტირების ანგარიშის მომზადება, დადებითი ან უარყოფითი შედეგის მითითებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო მიმართულების სპეციალობებში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

** შესაბამისი მიმართულებით მინიმუმ 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** შესაბამისი საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საფუძვლიანი ცოდნა;

** კომპიუტერული უნარები: Microsoft Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის (წერითი, ვერბალური) უნარი;

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;

** გუნდური მუშაობის უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ, მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი, CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "გეოლოგი".

(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).

შენიშვნა: პირის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა