8,609 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

843WX1HX გამოქვეყნდა 14 სექ 2 ნახვა

ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი

ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი

სექციის კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 15 ოქტ

"Advanced Audit & Consulting Company" (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში. AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის: HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა; ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა; იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა; IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა; Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება. კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company, "სიმეტრა" და სხვა. დამატებითი ინფორმაცია: www.aacc.ge

AACC-ის პარტნიორი კომპანია - საცალო ვაჭრობის ქსელი - აცხადებს სექციის კონსულტანტის 5 ვაკანსიას, ხორცპროდუქტების მიმართულებით.

ვაკანსიის რაოდენობა: 5

სამუშაო ლოკაციები:

  • ჩიქობავა - 1 ვაკანსია - არნოლდ ჩიქობავას ქუჩა 22.
  • ორთაჭალა - 1 ვაკანსია - ვახტანგ გორგასალის ქუჩა 61.
  • ისანი - 1 ვაკანსია - ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი.
  • ვარკეთილი - 2 ვაკანსია - კალოუბნის ქუჩა 9.

ძირითადი მოვალეობები:

  • მზა, უკვე დაჭრილი და დაფასოებული პროდუქციის მიღება და აღრიცხვა;
  • პროდუქციის სავაჭრო სივრცეში სწორად განთავსება და რეალიზაციის პროცესის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის ვარგისიანობის ვადების კონტროლი;
  • დახლისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
  • სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.

პოზიცია არ ითვალისწინებს სალაროსთან მუშაობას ან თანხასთან შეხებას.

რას გთავაზობთ?

  • გრაფიკი: 2 სამუშაო დღე / 2 დასვენების დღე, სამუშაო საათები 10:00 - 22:00.
  • სამუშაო დღის განმავლობაში გათვალისწინებულია 3 შესვენება - თითოეული 30 წუთი.
  • ანაზღაურება: 1, 200 ლარი თვეში + ბონუსი
  • კომპანიაში მოქმედებს დამატებითი საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ ან საკონტაქტო ინფორმაცია ან რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სექციის კონსულტანტი" და აუცილებლად მიუთითეთ რომელ ფილიალში გსურთ მუშაობა.

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა