მენეჯერი - ცოცხალი სამზარეულოს მიმართულება
"ჯანსაღი კვების ობიექტი (მხოლოდ მიწოდება)" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის (Cuisine Vivante / ცოცხალი სამზარეულოს მიმართულება) პოზიციაზე.
ჩვენ ვაშენებთ მაღალტექნოლოგიურ Dark Kitchen-ს, რომელიც ორიენტირებულია Cuisine Vivante-ს (ცოცხალი სამზარეულო) ფილოსოფიაზე, როდესაც საკვების თერმულად დამუშავება არ ხდება. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალი კვებითი ღირებულების მქონე რაციონები, სადაც პროდუქტის დამუშავება ხდება ფერმენტების შენარჩუნებით. სამზარეულო აღჭურვილია პროფესიონალური ინდუსტრიული აპარატურით. ჩვენ გთავაზობთ მონაწილეობას საქართველოს ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურ გასტრონომიულ პროექტში, პროფესიონალურ ზრდას, ექსპერიმენტების შესაძლებლობას უახლესი აპარატურით.და კონკურენტულ ხელფასს.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე;
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება - კონკურენტული, კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები
- ობიექტის სრული მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- რამდენიმე საკითხზე - პარალელურ რეჟიმში ფოკუსირების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდის მოტივირების უნარი;
- ინგლისური ენის ფლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (და სურვილის შემთხვევაში დამატებითი მასალა) შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დედლაინი: 30 ნოემბერი