გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

88JX9B12 გამოქვეყნდა 18 ნოე 9 ნახვა

სასკოლო კომუნიკაციების კოორდინატორი

შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 18 ნოე (დარჩა 29 დღე) ბოლო ვადა: 17 დეკ

"ბაქსვუდის სკოლა - თბილისი" აცხადებს ვაკანსიას 2026-2027 სასწავლო წლის სასკოლო კომუნიკაციების კოორდინატორის (ცხელი ხაზი) პოზიციაზე გელოვანის კამპუსში.

"ბაქსვუდის სკოლა" მოწოდებულია შექმნას ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო.

დასაქმების დროს ყველა კვალიფიციური აპლიკანტის განცხადება განიხილება თანასწორობის პრინციპის დაცვით.

"ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა" 2000 წელს შეიქმნა გაეროს ასოციაციის საერთაშორისო სკოლის სახელით თბილისში. 2007 წლიდან სკოლა ზემო წყნეთში გადავიდა, სადაც უკვე 2009 წელს ბაქსვუდის სკოლის სახელი მიიღო. ასე შეიქმნა პირველად საქართველოში ტრადიციულ ბრიტანულ საგანმანათლებლო მოდელზე აგებული სასწავლო სივრცე, რომელსაც უკვე 26-წლიანი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში.

2023 წლიდან ფუნქციონირებს "ბაქსვუდის სკოლის" ახალი კამპუსი გელოვანზე.

კონკურსის წესები და ეტაპები

  • პირველი ეტაპი მოიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით შერჩევას;
  • მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება საფეხურის ხელმძღვანელთან;
  • მესამე ეტაპზე გაიმართება გასაუბრება სკოლის აკადემიურ დირექტორთან და პერსონალის მართვისა და განვითარების მენეჯერთან.

კონკურსის მიმდინარეობისას სკოლა პროაქტიულად დაუკავშირდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატს.

კონკურსის დასრულების შემდეგ ნებისმიერ აპლიკანტს უფლება აქვს, მოითხოვოს ინფორმაცია შედეგების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განათლება

  • უმაღლესი განათლება კომუნიკაციების, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც).

სამუშაო გამოცდილება

  • მომსახურების სფეროში ან საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო კომპეტენციები

  • ქართული და ინგლისური ენების ფლობა;
  • სატელეფონო კომუნიკაციის სტანდარტის ცოდნა (ხმის ტემბრი, საუბრის მანერა, აქტიური მოსმენა);
  • ინფორმაციის სწრაფი დამუშავებისა და ადრესატამდე (სკოლის შესაბამის დეპარტამენტამდე) ზუსტად გადამისამართების უნარი;
  • ციფრული წიგნიერება: ტელეფონიის სისტემებთან, ბაზებთან, საოფისე პროგრამებსა და ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სკოლის სტრუქტურის, სასწავლო პროგრამების, მიღების პროცედურებისა და შიდა რეგულაციების მოკლე დროში საფუძვლიანად შესწავლის უნარი;
  • პირველადი ინფორმაციის მიწოდებისა და პოტენციური მშობლების ინტერესების იდენტიფიცირების კომპეტენცია.

პიროვნული თვისებები და უნარები

  • მაღალი ემპათია, კეთილგანწყობა, თავაზიანობა და მომსახურების მაღალი კულტურა;
  • ემოციური მდგრადობა, მოთმინება და მშობლებთან კონსტრუქციული საუბრის წარმართვის უნარი;
  • სტრესულ პირობებში და მაღალი დატვირთვის რეჟიმში სწრაფი, ორიენტირებული და ეფექტიანი მუშაობის უნარი;
  • გამართული მეტყველება და აზრის ნათლად, გასაგებად და მოკლედ ჩამოყალიბების უნარი;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა (მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ზუსტი ასახვა);
  • გუნდურობა და სკოლის ყველა დეპარტამენტთან ოპერატიული, პოზიტიური თანამშრომლობის უნარი.

სამუშაო დატვირთვა: 09:15 საათიდან - 17:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი).

ჩვენ გთავაზობთ

  • სასიამოვნო და გუნდურ გარემოში მუშაობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კვებას.

ანაზღაურება:

ბაქსვუდში ანაზღაურების წესი ინდივიდუალურია და განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით, საკონკურსო კრიტერიუმების შესაბამისად.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე.

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - სასკოლო კომუნიკაციების კოორდინატორი (ცხელი ხაზი)

"ბაქსვუდის სკოლა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ოპერაციული ადმინისტრატორი - დისტანციური

ახალი
Dream Cleaning NYC დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
გარე განცხადება 18 ნოე 18 ნოე

ბუღალტრის ასისტენტი / ფინანსური ოპერატორი

ახალი
სამშენებლო კომპანია თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
მიმართე აქ 18 ნოე ₾1500 18 ნოე −43% ჩვეულებრივთან შედარებით

პროდუქტისა და ოპერაციების ასისტენტი

ახალი
ტექზი თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
გარე განცხადება ფორმა · განცხადებაში 17 ნოე 17 ნოე

ვერიფიკატორი

ახალი
დიზი ლიზინგი თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
მიმართე აქ დაზღვევა · განცხადებაში 17 ნოე ₾1600 17 ნოე

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა