სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერი
კომპანია "ემ ი პი სოლუშენს" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "ემ-ი-პი სოლუშენს" ახორციელებს შენობების სრული მექანიკურ-სამონტაჟო და საკონსულტაციო მომსახურებას.
კომპანიის შესახებ სრული ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტს: http://mepsolutions.ge/
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი/აბასთუმანი ანაზღაურება: 5000 ლარიდან ზემოთ, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა;
- შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ანგარიშების მომზადება;
- პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, ფორმების, ყოველდღიური/კვირეული/თვიური ანგარიშების წარმოება;
- სამონტაჟო ჯგუფისთვის დავალებების მიცემა;
- კონტრაქტორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
- საინჟინრო სამუშაოების უსაფრთხო, შეუფერხებელი მიმდინარეობის კონტროლი;
- პროექტის საკითხების/პირობების დოკუმენტირება.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან მონათესავე დისციპლინების მიმართულებით;
- პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Word, Excel;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაოსთვის საჭირო მოთხოვნები:
- ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- სამედიცინო დაზღვევას (როგორც ინდივიდუალურს, ისე საოჯახოს).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და "სამშენებლო ობიექტის ტექნიკური მენეჯერი"-ის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.