პარტნიორი

უფასო განცხადებები მთელ საქართველოში.

გახსენი classified.ge
← ყველა ვაკანსია

8BPVAPW5 გამოქვეყნდა 3 ნოე 27 ნახვა

ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ტრენდმარტი გარე განცხადება
₾1000 / თვეში ბოლო ვადა: 4 დეკ
ორიგინალზე გადასვლა ↗
ფორმა · განცხადებაში

"TrendMart" არის სწრაფად მზარდი ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს სთავაზობს. ჩვენი გუნდი მუდმივად იზრდება და ვეძებთ პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და ორგანიზებულ თანამშრომელს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია და შეკვეთების დადასტურება;
  • მომხმარებლებისთვის შეკვეთასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლის მონაცემებისა და შეკვეთების ინფორმაციის დამუშავება CRM სისტემაში;
  • შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად და დროულად დაფიქსირება;
  • მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ქართული ენის გამართული ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანი საუბრის მანერა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა;
  • კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
  • საკუთარი ლეპტოპის ქონა;
  • სასურველია მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა განვიხილავთ გამოცდილების არმქონე კანდიდატებსაც.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ფორმატი: სრულად დისტანციური (Remote);
  • სამუშაო დაწყების დრო: 10:00 საათი;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + საბონუსე სისტემა;
  • დასვენების დღეები: პარასკევი და კვირა;
  • სამუშაო დატვირთვა: დღეში დაახლოებით 150-200 მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია;
  • ზარების ხანგრძლივობა: საშუალოდ 1 წუთზე ნაკლები;
  • სამუშაო პროგრამა: მარტივი და მოსახერხებელი CRM სისტემა, რომლის გამოყენებასაც თანამშრომელი მარტივად შეისწავლის.

რას გთავაზობთ?

  • სტაბილურ სამუშაოს სწრაფად მზარდ კომპანიაში;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და დამატებითი ბონუსების მიღების შესაძლებლობას;
  • სრულად დისტანციურ სამუშაო გარემოს;
  • მარტივ და ორგანიზებულ სამუშაო პროცესს;
  • მეგობრულ გუნდსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადის ფორმა და გახდეთ TrendMart-ის გუნდის წევრი.

განაცხადის ფორმა: https://tally.so/r/BEa61Q

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა