8,813 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

8BR75C8C გამოქვეყნდა 22 სექ 5 ნახვა

Zadig & Voltaire

Zadig & Voltaire

მოდის კონსულტანტი

Zadig & Voltaire გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 23 ოქტ

ფრანგული ბრენდის "Zadig&Voltaire"-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, მაღაზია "Zadig&Voltaire Tbilisi" აცხადებას ვაკანსიას მოდის კონსულტანტის პოზიციაზე.

ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა ეძებს გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც კარგად იცნობენ საცალო ვაჭრობის სპეციფიკას მოდის ინდუსტრიაში და ასევე ფლობენ მომსახურების მაღალ სტანდარტებს. ადამიანებს ვისი ინტერესის სფეროც არის მოდა და აქვთ სურვილი განვითარდნენ ამ მიმართულებით, ერკვევიან ლუქს კლასის ევროპულ და ამერიკულ ბრენდებში, თვალს ადევნებენ საერთაშორისო მოდის კვირეულებს, სეზონურ ტენდენციებს.

  • პოზიციის დასახელება: მოდის კონსულტანტი
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 8+1 საათი
  • ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • შერჩევის ფორმა: გასაუბრება

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს:

  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა;
  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური ენის და სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციების ვიზუალური პრეზენტაცია და მაღაზიის სივრცეში განთავსება ბრენდის კონცეპციის შესაბამისად;
  • პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;
  • მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
  • მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და ასევე თქვენი სოციალური ქსელების მისამართით, გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: https://hel-ai.com/apply/PLRNfBz

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Zadig & Voltaire
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა