9748 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

8BRHM9ND გამოქვეყნდა 22 ოქტ 13 ნახვა

გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი

Gina Records გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 23 ნოე

Gina Records არის პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდია ბათუმში. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს ვოკალისა და მუსიკის ჩაწერას, მუსიკალურ პროდაქშენს, მიქსინგს, პოდკასტებისა და ვიდეოკონტენტის შექმნას.

ამჟამად ვაფართოებთ საქმიანობას და ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უხელმძღვანელებს სტუდიის გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებას.

გაყიდვებისა და ბიზნესის განვითარების მენეჯერი — ბათუმი

ანაზღაურება: 1 200 ლარი + პროცენტი გაყიდვებიდან + ბონუსები სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე ადგილმდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები

გაყიდვები და ბიზნესის განვითარება:

  • ახალი კლიენტების აქტიური მოძიება და მოზიდვა;
  • სტუდიის მომსახურებების გაყიდვების განვითარება;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების ორგანიზება;
  • თანამშრომლობის განვითარება მუსიკალურ სკოლებთან, თეატრებთან, კომპანიებთან, მუსიკოსებთან, ბლოგერებთან და ღონისძიებების ორგანიზატორებთან;
  • ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • კომერციული შეთავაზებების მომზადება;
  • ახალი მომსახურებებისა და ბიზნესმიმართულებების განვითარებაში მონაწილეობა;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
  • გაყიდვების დაგეგმვა, CRM-ის მართვა და შედეგების ანალიზი.

მარკეტინგი და სოციალური ქსელები:

  • სტუდიის სოციალური ქსელების განვითარების კოორდინაცია;
  • მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობა;
  • კონტენტის შექმნის, ფოტოსესიებისა და ვიდეოგადაღებების ორგანიზება;
  • საჭიროების შემთხვევაში გადაღებებში მონაწილეობა;
  • ბლოგერებთან და კონტენტის შემქმნელებთან თანამშრომლობის ორგანიზება;
  • სტუდიის ცნობადობის გაზრდაზე მუშაობა.

შენიშვნა: პოზიცია არ გულისხმობს სოციალური ქსელების ყოველდღიურ ტექნიკურ მართვას ან ვიდეოების პროფესიონალურ მონტაჟს. მთავარი პრიორიტეტია გაყიდვები და ბიზნესის განვითარება.

მოთხოვნები:

  • გამოცდილება გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან მარკეტინგის სფეროში;
  • ქართული და რუსული ენების თავისუფლად ფლობა — სავალდებულოა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ინიციატივიანობა, ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • სოციალური ქსელებისა და თანამედროვე მარკეტინგის პრინციპების ცოდნა;
  • მუსიკისა და შემოქმედებითი ინდუსстрიის მიმართ ინტერესი.

საკუთარი კლიენტების ბაზა და დამყარებული საქმიანი კონტაქტები მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება.

სამუშაო პირობები:

  • ფიქსირებული ხელფასი — 1 200 ლარი თვეში;
  • დამატებითი პროცენტი გაყიდვებიდან;
  • ბონუსები მიღწეული შედეგებისთვის;
  • სრული განაკვეთი — კვირაში 5 სამუშაო დღე;
  • სამუშაოს მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს კლიენტებთან შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, ახალი კონტაქტების მოძიებასა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას;
  • სტუდიაში მუშაობა და გასვლითი შეხვედრები;
  • დამოუკიდებლობა სამუშაოს ორგანიზებაში;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

განაცხადის გაგზავნა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი მისამართზე და წერილის სათაურში მიუთითეთ: Sales Manager — Gina Records.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა